x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სრულიად აბსურდული მიზეზები, რისთვისაც ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება სიკვდილითაც კი დაგსაჯონ
image


რა აღარ გვსმენია ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრების შესახებ - ლიდერების მტკიცებით აღმოსავლეთ აზიის ამ სახელმწიფოში ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, მოქალაქეების აზრით კი, იქ ცხოვრებაზე უარესი არაფერია, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით უბრალო, რიგითი ადამიანების აზრი გაცილებით უფრო დასაჯერებელია, რომელთა თქმითაც, მსოფლიოს ამ ყველაზე დახურულ ქვეყანაში ცხოვრება საკმაოდ რთულია, ვინაიდან იქ მოქალაქე შესაძლოა ყველაზე უმნიშვნელო "დანაშაულისთვისაც" კი სასტიკად დასაჯონ. დღევანდელ სტატიაში მსურს მოგიყვეთ სწორედ იმ ყველაზე აბსურდული მიზეზების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა მოქმედებს.




ეროვნული გლოვის დღეებში არასაკმარისი მწუხარების დემონსტრირება


image


კალენდრის შავ დღეს - "დიდი ბელადის" გარდაცვალების დღეს, ადამიანებმა უსაზღვრო მწუხარება უნდა გამოხატონ, და თუკი ვინმეს შემთხვევით მოეჩვენება რომ ამის გამო თქვენ საკმარისად დამწუხრებული არ ხართ, შესაძლოა შრომის ბანაკში გაგამწესონ ან საერთოდაც კედელთან მიგაყენონ.



"ზრდასრულთა" ფილმების ყურება


image


თუ შემთხვევით ცნობილი გახდება, რომ "ზრდასრულთა" ფილმებს უყურებთ, ამისთვის თქვენ შესაძლოა სიკვდილითაც კი დაგსაჯონ. ასე მაგალითად, 2013 წელს კიმ ჩენ ინმა თავისი შეყვარებული სიკვდილით მხოლოდ იმისთვის დასაჯა, რომ ის თითქოს ამ ჟანრის ფილმებში მონაწილეობდა.




სამუშაო სესიების დროს ძილი


image


ამის შესახებ უკვე სრულიად მსოფლიო საუბრობს თუ ვინმე შემთხვევით შეხვედრის დროს ჩაძინებას გადაწყვეტს, იცოდეთ რომ ის გაღვიძებას ვერც ვეღარასდროს შეძლებს.



კომუნიკაცია საზღვარგარეთ მყოფ ადამიანებთან


image


ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე თუკი საერთაშორისო ზარის განხორციელებას შეეცდებით, იცოდეთ რომ აუცილებლად მოგკლავენ. 2007 წელს მამაკაცი საერთაშორისო ზარის განხორციელების გამო სტადიონზე საჯაროდ დახვრიტეს, სადაც სიკვდილით დასჯის შემდეგ ჭყლეტაში კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა.




ხელისუფლების კრიტიკა


image


რეჟიმის კრიტიკაში შემჩნეულ ყველა ადამიანს "საგანმანათლებლო" ბანაკში მყისიერად აგზავნიან.




რელიგია

image


მართალია, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ის ადამიანებს რელიგიურ თავისუფლებას არ უზღუდავს, თუმცა ქრისტიანი ქალი იქ საჯაროდ, ბიბლიის გავრცელებისთვის დახვრიტეს.




სამხრეთ კორეული გადაცემების ყურება


image


რამდენიმე წლის წინ, ჩრდილოეთ კორეაში 80 ადამიანი სამხრეთ კორეული სატელევიზიო შოუს ყურების გამო დასაჯეს. ხელისუფლებამ ამ საშინელი აქტისთვის თვალყურის დევნება 10 000 ადამიანს მათ შორის ბავშვებსაც აიძულა.










0
389
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
389