x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
Playboy-ის 4 მოდელის ყველაზე საზარელი სიკვდილი - როგორ დაიღუპნენ ცნობილი ქერათმიანი ლამაზმანები
image


Playboy-ის მშვენიერი მოდელები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებენ, ისინი ისევე უყვართ, როგორც სძულთ, თუმცა ზოგიერთი მათგანის პირადი ცხოვრება არც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მათი კარიერა. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით Playboy-ის იმ ოთხი ცნობილი მოდელის ყველაზე საშინელი სიკვდილის შესახებ, რომლებმაც ამ საკულტო ჟურნალის გარეკანი არაერთხელ დაამშვენეს.





დოროტი სტრატენი


image


დოროტის ცხოვრებაში მისი მეორე ნახევრის, პოლ სნაიდერის გამოჩენამ ეჭვები თითქმის მთელს მის გარემოცვას პირველივე დღიდან გაუჩინა.


image


თუმცა, მოდელი საკუთარ რჩეულზე შეყვარებული ისე იყო რომ მის უცნაურ ქცევებს დიდი ხნის განმავლობაში ვერც კი ამჩნევდა, ხოლო მას შემდეგ რაც მომხიბვლელმა "Playboy"-ის ვარსკვლავმა რომანი ერთ - ერთ ცნობილ რეჟისორთან გააბა და მეუღლესთან განქორწინება გადაწყვიტა, გაცოფებულმა და შეურაცხყოფილმა სნაიდერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ სახეში ესროლა, გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი დაასახიჩრა და შემდეგ თავიც მოიკლა.






ივეტ ვიკერზი


image


ივეტ ვიკერზი 81 წლის ასაკში, საკუთარ ბინაში სრულ მარტოობაში გარდაიცვალა.



image


ივეტი იმდენად მარტოსული ადამიანი იყო, რომ მისი ცხედარი მეზობლებმა გარდაცვალებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იპოვეს. სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. შეუძლოდ მყოფი ივეტი ისე გარდაიცვალა, რომ ტელეფონამდე მიღწევა და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ვერ შეძლო.






ჟასმინ ფიორე


image


2009 წლის აგვისტოში, ლოს - ანჯელესის შემოგარენში ერთ პატარა ჩემოდანში გოგონას დასახიჩრებული ცხედარი იქნა ნაპოვნი. გარდაცვლილს არც ერთი თითი და კბილი არ ჰქონდა. ყველა იმაზე საუბრობდა, რომ მკვლელმა ყველა ღონე იხმარა პოლიციას ქალის ვინაობა ვერ დაედგინა.


image


თუმცა, პოლიციამ მოკლულის იდენტიფიცირება მაინც მოახერხა: გაგიკვირდებათ და, სამართალდამცველებმა მოკლულის ვინაობა მისი სილიკონის იმპლანტების სერიული ნომრით დაადგინეს. გარდაცვლილი "Playboy" - ის მოდელი ჟასმინ ფიორე აღმოჩნდა, ხოლო მკვლელი - მისი კანონიერი მეუღლე - რაიან ჯენკინსი.






ანა ნიკოლ სმიტი


image


2007 წლის 8 თებერვალს 39 წლის ასაკში ჟურნალ "Playboy"- ის ყველაზე სკანდალური მოდელი ანა ნიკოლ სმიტი გარდაიცვალა. ქერათმიანი ლამაზმანის დაღუპვის გარშემო უამრავი ჭორი დადიოდა. ამერიკელი სუპერმოდელის, მსახიობისა და ტელეწამყვანის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ანტიდეპრესანტებისა და ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირება დასახელდა, თუმცა იმასაც არ გამორიცხავდნენ რომ ამერიკელი სექს -სიმბოლოს მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი ტუბერკულოზიც გამხდარიყო.


image


სკანდალური მოდელის ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ის გარემოებაც სძენს, რომ მოდელი თავდახურულ კუბოში დაკრძალეს.








0
1121
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1121