სიახლეები ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორშია, ყველაზე მაღალი – ინფორმაციასა და კომუნიკაციაში 2023, 12 ოქტომბერი, 18:17 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით (238.5 ლარით) გაიზარდა და 1 543 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
2022 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა, თუმცა განათლების სექტორში ისევ ყველაზე დაბალი ხელფასია და 941, 6 ლარს შეადგენს. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო ინფორმაციის და კომუნიკაციის სფეროში, საშუალოდ 3 033.4 ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტით მეტია. მეორე ადგილზეა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა 2 730.0 ლარით, რაც წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით. მესამე ადგილზეა პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 2 285.0 ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია. სექტორები საშუალო ანაზღაურების მიხედვით: ინფორმაციის და კომუნიკაციის საქმიანობა – 3 033, 4 ლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730 ლარი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2122, 1 ლარი მშენებლობა – 2040, 1 ლარი სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1823, 2 ლარი ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1810, 3 ლარი ტრანსპორტი და დასაწყობება – 1680, 5 ლარი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 1486, 5 ლარი ხელოვნება, გართობა და დასვენება – 1482, 3 ლარი დამამუშავებელი მრეწველობა – 1472, 1 ლარი ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 1395, 8 ლარი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 1356 ლარი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1163, 2 ლარი ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1101, 6 ლარი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1061, 2 ლარი სხვა სახის მომსახურება – 1058, 9 ლარი წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების – 1010, 6 ლარი განათლება – 941, 6 ლარი 2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების - 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.1 ლარი (18.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 154 შეფასება არ არის |