x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
უახლესი ინფორმაცია ისრაელიდან - ანალიტიკის გარეშე - ქართველი ისრაელიდან
image

.

"საღამო მშვიდობისა, ესეც უახლესი ინფორმაცია ისრაელიდან - ანალიტიკის გარეშე:

- ამ წამს გამოაცხადეს რომ ლიბან-სირიის საზღვართან მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა ჩაირაზოთ სახლებში, რადგან ტერორისტების შემოსვლის საფრთხეა;


.

- ისრაელის ჩრდილოეთში, 15-20-მდე საბრძოლო დრონის საფრთზეა. სარაკეტო თავდასხმების აპლიკაცია მთლიანად გადაწითლებულია; მათ შორის - ჰაიფაში, ტვერიაში და ცფატში. ასევე, დადასტურდა რომ რამდენიმე შეიარაღებული ტერორისტი ჩრდილოეთიდან პროპელერით შემოსვლას ცდილობდა;

- დღის განმავლობაში გრძელდებოდა სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო იერიში, განსაკუთრებით კი სამხრეთის ქალაქ აშკელონსა და სდეროთზე, სადაც დამალული ტერორისტებიც კი შენიშნეს. რაკეტა მოხვდა ბარზილაის საავადმყოფოსაც, ქალაქ აშკელონში;

.

- ამ ეტაპზე, ისრაელში, 800 სამოქალაქო და სამხედრო პირის გვამია დასვენებული, რომელთა იდენტიფიცირებაც არ დასრულებულა, რადგან მათი უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია და ვერ ხერხდება დნმ-ის ჩატარება;

- გარდა, თავდასხმის შედეგად ამოწყვეტილ დასახლებებში, მედიის შეყვანისა და ჯარისკაცების ვიდეო ინტერვიუების გავრცელებისა - ისრაელი ავრცელებს ჰამასის ცოცხლად დაჭერილი ტერორისტების დაკითხვის ვიდეოებს, სადაც ისინი ჩადენილ სიმხეცეს აღიარებენ - მათ შორის ადამიანების დანაწევრებას და გაუპატიურებას;

.

ჩრდილოეთში მცხოვრებნო, გთხოვთ, განსაკუთრებით თქვენ - იყავით ყურადღებით და თავი შეაფარეთ!

ამ წუთას, ისრაელის სახელმწიფოს მთავარი გზავნილი არის ის რომ იგი ყველანაირი შეტევისათვის მზად არის და 7 ოქტომბრის მოულოდნელი თავდასხვის დილა არ გამეორდება! ამ ომის დასასრული არის ტერორიზმის განადგურება. ისრაელი ებრძვის ტერორიზმს და არა პალესტინელ ხალხს ან ისლამს!

.

პ.ს. კიდევ ერთხელ, ყველა, ვინც ტერორიზმის შემდეგ მძიმეს ან სიტყვა "მაგრამ-ს" წერთ - ისტორიის და კაცობრიობის ძალიან მძიმე მხარეს დგახართ. --- წერს ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი/

0
405
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0