პოლიტიკა "გადაუდებელი შეხვედრა": ბორელმა ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგანგებო შეხვედრაზე მიიწვია 2023, 10 ოქტომბერი, 16:45
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ჟოსეფ ბორელმა ისრაელ-პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრებს ელი კოენსა და რიად ალ-მალიკის მიწვევა გაუგზავნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სასწრაფო შეხვედრაზე დასასწრებად. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა. მან შეხვედრა სამშაბათს, 10 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დანიშნა. ბორელმა გამოთქვა იმედი, რომ შეხვედრაზე რიად ალ-მალიკი პალესტინის ხელისუფლების პოზიციას წარადგენს. 1 შეფასება არ არის
|