x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,დაჰომეის ამაზონები"- მებრძოლი ქალები, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ევროპელ კოლონიალისტებს

დაჰომეის ამაზონები ნამდვილად უნიკალურები არიან მსოფლიო ისტორიაში, რადგან ისინი ერთადერთი დოკუმენტირებული ქალთა სამხედრო ნაწილის წევრები იყვნენ. ქალი "ტერმინატორების" ეს ჯგუფი ცხოვრობდა საჰარის სამხრეთით და შიშის ზარს სცემდა ევროპელ კოლონიალისტებს. უცხოელები მათ უწოდებდნენ დაჰომეის ამაზონებს, თავად ეს მებრძოლები კი თავიანთ თავს ეძახდნენ N'Nonmiton-ს, რაც ითარგმნება როგორც “ჩვენი დედები".image
დაჰომეის ამაზონები ითვლებოდნენ ელიტარულ ძალად დაჰომეის სამეფოში (თანამედროვე ბენინის რესპუბლიკა). N'Nonmiton იცავდა თავის მეფეს ყველაზე სისხლიანი ბრძოლების დროს და ხელშეუხებელი იყო. და მათი განსაკუთრებული "სავიზიტო ბარათი" იყო მსხვერპლთა თავის მოკვეთა.image
ამაზონები, იგივე ამორძალები საერთოდ არ არიან მითიური პერსონაჟები. ბოლო გადარჩენილი დაჰომეის ამაზონი გარდაიცვალა 1979 წელს, 100 წლის ასაკში. ეს იყო ქალი, სახელად ნავი, რომელიც მკვლევარებმა შორეულ სოფელში იპოვეს. ხოლო მე-19 საუკუნეში 6000 ქალი ჯარისკაცი მსახურობდა ამაზონის კორპუსში (სულ არმიაში 25000 ადამიანი იყო, ანუ ამაზონები შეადგენდნენ მთელი დაჰომეის არმიის დაახლოებით მესამედს).

მათი ისტორია მე-17 საუკუნეში დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამაზონების დანაყოფი თავდაპირველად სპილოებზე სანადიროდ შეიქმნა. მაგრამ ქალებმა დაჰომეის მეფეზე იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს თავიანთი უნარებით, რომ მეფემ შემდგომში თავის დაცვად დაიყენა ისინი. სხვა თეორია ვარაუდობს, რომ რადგან ქალები იყვნენ ერთადერთი ადამიანები, რომლებსაც მეფის სასახლეში დაბნელების შემდეგ უშვებდნენ, გასაკვირი არ ყოფილა, რომ სწორედ ქალები გახდნენ მეფის მცველები.image
N'Nonmiton-ისთვის ყველაზე ძლიერი, ჯანმრთელი და მამაცი ქალები ირჩეოდა. შემდეგ გადიოდნენ სასტიკ წვრთნებს რომლის დროსაც ხდებოდნენ მკვლელობის მანქანები, სწოორედ მათი ეშინოდათ მთელ აფრიკაში ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.image
ამაზონები შეიარაღებულნი იყვნენ ჰოლანდიური მუშკეტებითა და მაჩეტეებით. მე-19 საუკუნის დასაწყისისთვის მათი კორპუსი გახდა სრულფასოვანი სამხედრო ნაწილი, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა მათ მეფეს. გოგონებს N'Nonmiton-ში იღებდნენ (და აძლევდნენ იარაღს) სულ რაღაც რვა წლის ასაკიდან. საზოგადოებაში ზოგიერთი ქალი ნებაყოფლობით ხდებოდა ჯარისკაცი, ზოგს კი ქმრები აგზავნიდნენ რომლებიც უჩიოდნენ არადისციპლინირებულ და უკონტროლო ცოლებს.image
ამაზონებს თავიდანვე ასწავლიდნენ რომ უნდა ყოფილიყვნენ ძლიერები, სწრაფები, დაუნდობლები და უნდა შეძლებოდათ ტკივილთან გამკლავება. ვარჯიშები მოიცავდა ხტუნვას ეკლიანი აკაციის ტოტებით დაფარულ კედლებზე, ექსპედიციებს ჯუნგლებში აღჭურვილობის გარეშე, მხოლოდ მაჩეტეთი 10 დღის განმმავლობაში. გასაკვირი არ არის, რომ ბრძოლაში დაჰომელი ამორძალები სიკვდილამდე იბრძოდნენ... image
N'Nonmiton ქალებს არ ჰქონდათ დაქორწინების ან შვილების გაჩენის უფლება ჯარისკაცად მსახურობისას. უფრო მეტიც, ისინი ოფიციალურად ითვლებოდნენ მეფის ცოლებად, მაგრამ მეფეც კი ერიდებოდა მათი უბიწოების აღთქმის დარღვევას. და თუ ამაზონს მეფის გარდა სხვა ვინმე შეეხებოდა, მაშინ ეს მისთვის გარკვეულ სიკვდილს ნიშნავდა.image
1863 წლის გაზაფხულზე ბრიტანელი მკვლევარი რიჩარდ ბარტონი ჩავიდა დასავლეთ აფრიკაში, რათა დაეარსებინა ბრიტანეთის მისია სანაპირო დაჰომეიში და ცდილობდა მშვიდობის დამყარებას დაჰომეელებთან.image

დაჰომეელები იყვნენ მეომარი ერი, რომელიც ფართოდ იყენებდა მონებს, ტყვედ ჩავარდნილ მტრის მეომრებს. მაგრამ ბარტონი ყველაზე მეტად გააოცა დაჰომეის ელიტარულმა მეომრებმა: „ამ ქალებს ისეთი კარგად განვითარებული ჩონჩხები და კუნთები ჰქონდათ, რომ სქესის დადგენა მხოლოდ მკერდის არსებობით შეიძლებოდა“.

მათი მთავარი იარაღი იყო ჰოლანდიური იარაღი, დაჰომეის ამაზონები ასევე იყენებდნენ მაჩეტებს მსხვერპლთა თავების მოსაკვეთად და დასანაწევრებლად. იმ დროს დაჰომეელებს შორის მიღებული იყო სახლში დაბრუნება მოწინააღმდეგეების მოკვეთილი თავებითა და სასქესო ორგანოებით.

მიუხედავად სასტიკი მომზადებისა, ბევრი ქალისთვის ეს იყო შანსი გაქცეულიყო იმ მოსაწყენი ცხოვრებიდან, რომლებისთვისაც ისინი განწირულნი იყვნენ დაჰომეის საზოგადოებაში. N'Nonmiton-ში შესვლით ქალებს მიეცათ საშუალება ასულიყვნენ ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ კიბეზე, დაეკავებინათ სარდლობის პოზიციები და მოეპოვებინათ გავლენა. მათ შეეძლოთ გამდიდრებაც კი, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა.image
სტენლი ალპერნი, ერთადერთი სრულმეტრაჟიანი ტრაქტატის ავტორი ინგლისურ ენაზე ამაზონების შესწავლის შესახებ, წერდა: „როდესაც ამაზონები ტოვებდნენ სასახლეს, მათ ყოველთვის წინ უსწრებდა მონა ზარით. ზარის რეკვა ყველა კაცს აფრთხილებდა, რომ გზას უნდა მოშორებოდნენ, გარკვეული მანძილი უნდა დაეკავებინათ და სხვა მიმართულებით უნდა გაეხედათ“.image
მას შემდეგაც, რაც ფრანგებმა, უცხოური ლეგიონის მხარდაჭერით, დაიპყრეს დაჰომეი 1890-იან წლებში, ამაზონების შიშის მმართველობა გაგრძელდა. ფრანგ ჯარისკაცებს, რომლებიც ღამისთევით დაჰომეის ქალებთან რჩებოდნენ, ხშირად დილით მკვდრებს პოულობდნენ, გამოჭრილი ყელით. ქალი მოწინააღმდეგეების დაუფასებლობა ხშირად იწვევდა ფრანგ დამპყრობლებს შორის მსხვერპლის რაოდენობის ზრდას.image
მეორე ფრანკო-დაჰომეის ომის დასასრულს ფრანგებმა გამარჯვება დაიწყეს მხოლოდ უცხოური ლეგიონის მხარდაჭერის შემდეგ. მეფის უკანასკნელმა ძალებმა კაპიტულაცია მოახდინეს და ამაზონების უმეტესობა მეორე ომის დროს 23 ბრძოლაში დაიღუპა. მოგვიანებით ლეგიონერები წერდნენ ამაზონების "წარმოუდგენელი გამბედაობის და სიმამაცის" შესახებ. მათ ასევე განაცხადეს, რომ ამ ადგილას დედამიწაზე ყველაზე საშინელი ქალები ცხოვრობენ.image









0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0