x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
იშვიათი ანომალია: ფეხმძიმე ქალი განმეორებით დაფეხმძიმდა
image

26 წლის ამერიკელი ქალს იშვიათი ანომალია აღმოაჩნდა;ის თვეში ორჯერ დაორსულდა. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.




დი მიშელი, პიტსბურგიდან, შტატი პენსილვანია, პირველად 2020 წელს დაორსულდა. ქალის თქმით, როდესაც ამის შესახებ შეიტყო, მან და მისმა საქმრომ ანტონიო ლივინგსტონმა სექსის დროს დამცავის გამოყენება შეწყვიტეს. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მიშელის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.ჯერ არ დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობის შიშით, ქალმა სასწრაფოდ კლინიკას მიმართა.



ექიმებმა ქალი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ ის მეორედ დაორსულდა. ექოსკოპიამ აჩვენა, რომ მიშელს სამი ნაყოფი ეჯდა მუცელში. ეს განპირობებული იყო სუპერფეტაციით - მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერებით ორსულობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ქალმა აღიარა, რომ შოკირებული იყო და მოულოდნელობისგან ატირდა.



2021 წლის იანვარში მიშელმა საკეისრო კვეთით სამი ჯანმრთელი ქალიშვილი გააჩინა. მან თავისი ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა და ქალებს ურჩია ორსულობის დროსაც კი დაიცვან თავი.


"თუ ეს დამემართა მე, ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს", - აღნიშნა მან.


ადრე ვწერდით ბრაზილიელ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ერთდროულად ორი სხვადასხვა მამაკაცისგან დაორსულდა, 19 წლის გოგომ ტყუპები გააჩინა სხვადასხვა მამაკაცებისგან მას შემდეგ, როდესაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა ორ მამაკაცთან ერთი და იმავე დღეს.


ამ ფენომენს მეცნიერულად სუპერფეკუნდაციას უწოდებენ. ბრაზილიურ გამოცემა Globo-სთან საუბრისას ახალგაზრდა გოგოს ექიმმა ტულიო ხორხე ფრანკომ ასეთი განმარტება გააკეთა: „შესაძლებელია, როდესაც ერთი დედის ორი კვერცხუჯრედი სხვადასხვა მამაკაცმა გაანაყოფიეროს. ბავშვები იზიარებენ დედის გენეტიკურ მასალას, მაგრამ ისინი იზრდებიან სხვადასხვა პლაცენტაში“

0
257
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0