x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
იშვიათი ანომალია: ბრაზილიელ ქალს ორი სხვადასხვა მამაკაცისგან გაუჩნდა ტყუპები

image

ბრაზილიელი ქალი ამტკიცებს, რომ ტყუპები გააჩინა სხვადასხვა მამაკაცებისგან მას შემდეგ, როდესაც სქესობრივი კავშირი ჰქონდა ორ მამაკაცთან ერთი და იმავე დღეს.


19 წლის ანონიმმა გოიასიდან, ბრაზილია, განმარტა, რომ მამობის ტესტი ჩააბარა, რადგან სურდა გაეგო ვინ იყო მამა.



მან რვა თვის შემდეგ გადაწყვიტა ტესტის ჩაბარება.რადგან ეჭვი გაუჩნდა, თუ ვინ იყო მამა.




19 წლის გოგონამ აიღო დნმ კაცისგან, რომელიც მას მამა ეგონა, მაგრამ ერთი და შემდეგ განმეორებითი ტესტის შემდეგ, შედეგი მხოლოდ ერთ ტყუპზე დადასტურდა. შემდეგ მას გაახსენდა, რომ იმავე დღეს სხვა მამაკაცთანაც ჰქონდა სექსი და როდესაც მეორე კაცს სთხოვა ტესტის ჩაბარება, შედეგმა აჩვენა, რომ ის მეორე ტყუპისცალის მამა იყო.


image


ამ ფენომენს მეცნიერულად სუპერფეკუნდაციას უწოდებენ. ბრაზილიურ გამოცემა Globo-სთან საუბრისას ახალგაზრდა გოგოს ექიმმა ტულიო ხორხე ფრანკომ ასეთი განმარტება გააკეთა: „შესაძლებელია, როდესაც ერთი დედის ორი კვერცხუჯრედი სხვადასხვა მამაკაცმა გაანაყოფიეროს. ბავშვები იზიარებენ დედის გენეტიკურ მასალას, მაგრამ ისინი იზრდებიან სხვადასხვა პლაცენტაში“.



მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევა უკიდურესად იშვიათია და სიტუაცია „მილიონში ერთია“ და არც ეგონა, რომ ასეთ რამეს ნახავდა ცხოვრებაში.


image


მაგრამ ხშირია ეს შემთხვევა კატებში და განსაკუთრებით ხშირია ძაღლებში. ითვლება, რომ მაწანწალა ძუკნას შეუძლია დაყაროს ლეკვები, რომელსაც შესაძლოა ყველას სხვადასხვა მამა ჰყავდეს.



თეორიულად, ქალის კვერცხუჯრედი, რომელსაც ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი ორ ან მეტ მამაკაცთან მოკლე დროში და ოვულაციის მომენტში, შეიძლება განაყოფიერდეს სხვადასხვა მამრობითი სქესის სპერმის საშუალებით.



შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია

1
854
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
854
  
2022, 8 სექტემბერი, 22:32
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1