სხვა 16 გასაოცარი ფაქტი იაპონიის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ 2023, 9 ოქტომბერი, 14:57 "ამომავალი მზის" ქვეყანაში არსებული საკმაოდ უცნაური ფეტიშების შესახებ, რაც მაგალითად, ქალის გამოყენებული ტრუსებით გატაცებას ან საპირფარეშოში დამონტაჟებულ კომპიუტერებს უკავშირდება, უკვე ყველამ მგონი ზეპირად იცის, ერთი რამ ცხადია, რომ მსგავსი უცნაური ერი ჩვენს პლანეტაზე მეორე არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ამ სახალისო ინფორმაციის შემდეგ კიდევ უფრო მეტს გაიგებთ იდუმალი იაპონური სულის შესახებ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ რომ ამ "უცხოპლანეტელების" გადამკიდე კიდევ უფრო მეტად დაიბნეთ. დავიწყებ იმით რომ იაპონიაში ბევრი დოკუმენტს არამარტო ხელს არ აწერს, არამედ მას შუა საუკუნეების მსგავსად ბეჭედს (ხანკოს) უსვამს, იაპონელები ასევე უარს ვერ ამბობენ ფაქსის გამოყენებაზეც. პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ იაპონიის მთავრობა ამ საკითხით სერიოზულად დაკავდა. მეორე - ეს ინტერნეტის საფასურია. ტოკიოში მისი საშუალო ფასი 20 გიგაბაიტზე თვეში საშუალოდ 8125 იენია, რაც მთლიანობაში საკმაოდ სოლიდური თანხაა, ზოგადად იაპონიაში ცხოვრება საკმაოდ ძვირია. ამ მაღალტექნოლოგიურ ქვეყანაში მხოლოდ 5%-ი იყენებს სატელეფონო აპებს ტაქსის გამოსაძახებლად, ბევრი ტაქსის გამოძახებას ტელეფონით ამჯობინებს ან მას პირდაპირ ქუჩაში იჭერს. მოკლედ, თქვენ წინაშეა 16 უცნაური და მოულოდნელი ფაქტი იაპონიის შესახებ, რომელზე აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.იაპონელები მოჭიქულ ხაჭოზე გიჟდებიან, ქვეყანაში ამ ნუგბარის საკმაოდ დიდი არჩევანიასულ ცოტა ხნის წინ, იაპონიაში ჩასულ ტურისტებს კორონავირუსის ტესტის ჩასაბარებელ ოთახში - ლიმონისა და მარილიანი ქლიავის ანუ "უმებოსის" ორი აბრა ელოდათ. რატომ? იმიტომ რომ პირის გაშრობის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად ჭარბი ნერწყვის გამოყოფა იყო საჭირო, ამიტომ ქლიავი განკუთვნილი იყო იაპონელებისთვის, ლიმონი კი - ჩასული სტუმრებისთვის.ჩაის ხომ არ ინებებთ? ჩვეულებრივი ჩაის პაკეტი ეტიკეტზე სუმოისტის გამოსახულებით, კიდევ ისურვებთ მის მიერ აბაზანის მიღების შემდეგ დარჩენილ სითხეს?გსიამოვნებთ კატის კნავილზე დაძინება, მაგრამ ალერგია გაწუხებთ? იაპონიაში მძინარე კატის ფორმის ბალიში გამოიგონეს, ბალიში არა მხოლოდ კნავის, არამედ ათბობს (თუ მასში რაღა თქმა უნდა, სპეციალურ გელიან პაკეტს მოათავსებთ) კიდევაც, არც დივანია დაჩხაპნილი და არც ფეხსაცმელზეა შური ნაძიები!რობოტებიც მოდურად უნდა გამოიყურებოდნენ- განაცხადა კომპანია "Robo-Uni"-მ და სამრეწველო რობოტების ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა. დაუზარელმა რობომკლავებმა, ახლა უკვე ინდივიდუალობაც შეიძინეს.თუ იაპონიაში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი, აუცილებლად შეამჩნევდით ქალაქში ურნების სრულ არარსებობას. იაპონელები იმდენად შეგნებული ხალხია, რომ ნაგვით ხელში ზოგჯერ ქალაქში მთელი დღეც კი არიან. ასეთი შეგნებული მოქალაქეებისთვის ჯიბის "ნაგვის ურნა" შექმნეს, რაც ერთგვარ კოსმეტიკურ ჩანთას წარმოადგენს პატარა პოლიეთილენის პარკებით.წელს ეს იაპონური ტრადიცია ყველას გამოგვადგება. იღებთ კობრს და ალევინებთ მას საკეს. სინამდვილეში, ეს სინტოისტური რიტუალი გახლავთ, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ტონამში ტარდება. იმისთვის, რომ ახალი წელი წარმატებული იყოს აუცილებელია წარსულის გაჭირვება, საკესთან ერთად კობრზე გადაიტანოთ.კუნძულ ჰოკაიდოზე შეგიძლიათ ასფალტზე მსგავსს უცნაურ წარწერებს გადააწყდეთ. თარგმანი: თარიღი - 17 ოქტომბერი, წარწერა "აქ ექსკრემენტებია". ფიქრობთ, რომ ასე სჯიან ძაღლების პატრონებს? არა, საქმე მურა დათვებშია, რომლებიც ირგვლივ დახეტიალობენ, ამიტომ ამ წარწერის მნახველი ფხიზლად უნდა იყოს.იცით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობასა და იაპონელებს შორის? ისინი არა შეფუთვას, არამედ შინაარსს აფასებებენ, ავიღოთ მაგალითად, მამაკაცის იაპონური ტრადიციული სამოსი "ჰაორი", რომელიც გარეგნულად მაქსიმალურად მკაცრია, თუმცა აი, მისი მთელი სილამაზე სწორედ სარჩულში იმალება.იაპონიაში უკვე დიდი ხანია იყიდება სიმინდის ჩხირები "Umaibo". ცოტა ხნის წინ, მწარმოებელმა მათზე ფასი პირველად 42 წლის განმავლობაში გაზარდა და მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშიც კი მოუხადა. ფასი 10 იენიდან 12 იენამდე გაიზარდა, ანუ 2 იენით.იაპონელები შეიძლება სიმკაცრით გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ ძალიან უყვართ პატარა, საყვარელი დეტალები. ერთი იაპონური საცხობი საპოროში არც მეტი, არც ნაკლები უელშ კორგის უკანალის ფორმის ფუნთუშებს აცხობს, რომლის შიგნითაც ვაშლის ჯემი და კრემია.იაპონიაში ნდობაზე ბევრი მაღაზია მუშაობს. მაღაზიებში არც გამყიდველები და არც დაცვის თანამშრომლები არიან, კარები კი 24 საათის განმავლობაში ღიაა, თაროებზე ჩაიდნიდან და თმის საშრობიდან დაწყებული სარეცხის მანქანითა და მაცივრით დამთავრებული ყველა სახის ტექნიკაა განთავსებული. თქვენ უბრალოდ სასურველი ნივთი უნდა აიღოთ და ავტომატურ სალაროში გადაიხადოთ. ქვეყანაში პრაქტიკულად ქურდობა არ არის, იაპონიას ასევე ყველაზე მკაცრი ემიგრაციული პოლიტიკა აქვს.სამგანზომილებიანი ზებრა აღნიშნავს უკონტროლო საცალფეხო გადასასვლელს იაპონიის ქალაქ კამეოკას დაწყებით სკოლაში. მძღოლს ეჩვენება, რომ ზებრა ჰაერშია გამოკიდული, და ის სვლას ინსტინქტურად ანელებს."ჭორაობა აკრძალულია" რკინიგზის სადგურზე გამოკიდული აბრა გვაფრთხილებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ აქ დიდ ჯგუფებად შეკრება, დიდხანს ჯდომა, ლაყბობა და მოწევა აკრძალულია, ვინაიდან სხვებს უხერხულობას უქმნის.ლიმონათს "ბომჟ-პაკეტის" არომატით არ ინებებთ? კომპანია "Nissin"-მა, რომლის დამფუძნებელმაც (მომოფუკუ ანდომ) 1958 წელს სწრაფი მომზადების კვერცხის ლაფშა გამოიგონა, გადაწყვიტა აღენიშნა ლეგენდარული "Cup Noodle"-ის პაკეტის 50 წლის იუბილე, ამიტომაც ასეთი უცნაური სასმელის ლიმიტირებული სერია გამოუშვა.ამ არარეალურად გიგანტურ კედარს უძველესი კუმანოს პილიგრიმის გზის გასწვრივ ვაკაიამას პრეფექტურაში შეხვდებით.
1145 შეფასება არ არის |