x
მეტი
  • 21.04.2024
  • სტატია:134437
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508508
"არასოდეს ენდო ადამიანს, ვისაც..." – სტალინის ბრძნული გამონათქვამები

სტალინი XX საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა შეფასებულია, როგორც წინააღმდეგობრივი და ავტორიტარული, არ შეიძლება უარვყოთ, მისი მნიშვნელოვანი გავლენა, როგორც სსრ კავშირზე, ისე მთლიანად მსოფლიოზე.

პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა, სტალინი თავისი მჭევრმეტყველებით და დამაჯერებლად საუბრის უნარითაც იყო ცნობილი.

აქ სწორედ, მისი ბრძნული გამონათქვამების ნაკრებს გთავაზობთ, რომლებიც დღემდე, როგორც ისტორიკოსებისთვის და პოლიტოლოგებისთვის, ასევე საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც საინტერესოა:


image


1. ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავზე, ნაგვის გროვა დადგება, მაგრამ ისტორიის ქარები, უმოწყალოდ გაფანტავს მას!

2. ძალაუფლება კი არ აფუჭებს ადამიანებს, არამედ პირიქით – ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი ადამიანები ისწრაფვიან მისკენ.

ძალაუფლება თავისთავად სულაც არ ახდენს დესტრუქციულ გავლენას პიროვნებაზე. მას შეუძლია გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება და ბევრი სოციალური პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს მას. თუმცა, ის ასევე, შეიძლება კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და მდგომარეობის ბოროტად გამოყენების წყარო გახდეს. ძალაუფლება თავისთავად არ აფუჭებს ადამიანებს, მაგრამ მას შეუძლია, მიიზიდოს ისინი, ვისაც ხასიათი გაფუჭებული აქვს. პიროვნების მორალური ღირებულებები, რჩება ძირითადი ფაქტორად, თუ როგორ გამოიყენებს ის თავის ძალაუფლებას.

3. პერსონალი წყვეტს ყველაფერს!

სსრ კავშირის ძალაუფლების პირველ ეშელონებში ყოფნისას, პირველი 10 წლის განმავლობაში, სტალინმა სამჯერ დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, მაგრამ პარტიის წევრებმა, მას წასვლის უფლება არ მისცეს.

4. ჩვენს დროში, სუსტების ინტერესების გათვალისწინება არ ხდება, – ანგარიშს, მხოლოდ ძლიერებს უწევენ.

5. განათლება – იარაღია, რომლის ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის უჭირავს ის ხელში და ვის წინააღმდეგაა მიმართული.

სტალინმა განათლების პოტენციალი, როგორც ახალგაზრდა თაობის გონების ჩამოყალიბების საშუალება აღიარა. მის დროს, საბჭოთა განათლების სისტემა პოლიტიზებული იყო, კომუნისტურ იდეოლოგიას ავრცელებდა და განსხვავებული აზრის თრგუნავდა.

6. როგორც ისტორია გვიჩვენებს, უძლეველი არმია არ არსებობს.

7. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია – ხალხის ძალაუფლება იყო. მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა ნათლად ამიხსნა, რომ დემოკრატია – ამერიკელების ძალაუფლებაა.

8. კარგი ცხოვრება უფასოდ არ მოდის.

სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება, ჩვეულებრივ, ძალისხმევას – შეუპოვრობას, თვითშეგნებას და უწყვეტ განვითარებას მოითხოვს. ადამიანებს, რომლებიც თავიანთი უნარების და ცოდნის გაუმჯობესებას ცდილობენ, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ კარგად იცხოვრონ.

9. თუ მტრები გვლანძღავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.

10. არსებობს, თუ არა ღმერთი? თუ არსებობს, – ის ჩვენ არ გვიშლის ხელს. მაგრამ, თუ არ არსებობს, – ჩვენ არ ვუშლით ხელს.

11. იდეები უფრო ძლიერია, ვიდრე იარაღი. ჩვენ არ ვუშვებთ, რომ ჩვენს მტრებს იარაღი ჰქონდეს... და რატომ უნდა მივცეთ მათ, იდეების ქონის უფლება?

12. მტერთან ზავი, მხოლოდ მისი განადგურების შემდეგაა შესაძლებელი!

13. ჩემზე ამბობენ, რომ ურჩხული ვარ! მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ამაზე ვხუმრობ. ე. ი. არც ისე საშინელი ვყოფილვარ...

14. არასოდეს ენდო ადამიანს, ვისაც პირში სიმართლის თქმის ეშინია.

15. ყველა ძვირფასი კაპიტალიდან, ყველაზე ღირებული და ყველაზე გადამწყვეტი – ხალხია.

16. მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორი «პირადი თავისუფლება» შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის და საკუთარ შრომას ვერსად იყენებს? ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს ექსპლუატაცია, სადაც ადამიანების ერთი ნაწილის მიერ მეორე ნაწილის დათრგუნვა არა ხდება, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არა კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ, შეიძლება, სამუშაო, საცხოვრებელი, პური... დაკარგოს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში არის შესაძლებელი ნამდვილი, და არა ქაღალდზე დაწერილი, პირადი და ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება… გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "რა გამოხვედი სოსო?" – ჰკითხა უკვე სახელმწიფოს მეთაურს დედამ... "სჯობდა მღვდელი გამხდარიყავი" – უთხრა მას, პასუხის მოსმენის შემდეგ

* მასონის შვილიშვილმა ორდენის საიდუმლო გაამხილა, უძველესი პირამიდების შესახებ

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები მთვარის შესახებ

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
832
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
832
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0