x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351978
  • სურათი:508430
"რა გამოხვედი სოსო?" – ჰკითხა უკვე სახელმწიფოს მეთაურს დედამ... "სჯობდა მღვდელი გამხდარიყავი" – უთხრა მას, პასუხის მოსმენის შემდეგ

ქალმა ერთადერთი ვაჟი, შეიძლება ითქვას, რომ მარტომ გაზარდა. მისი მეუღლე გამუდმებით სვამდე, ჩხუბობდა და ცოლ–შვილზე ფიზიკურად ძალადობდა. თუმცა, ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა და ქალი ახალგაზრდა ასაკში დაქვრივდა.
ეკატერინე (კეკე) გელაძე ერთდროულად მკერავად და მრეცხავად მუშაობდა და ცდილობდა შვილისთვის არაფერი მოეკლო. მას ყველასგან და ყველაფრისგან იცავდა. თუმცა, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, ჭკუის სასწავლებლად, სცემდა კიდეც... და ყოველთვის მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა – რომ მისი თავნება შვილი ცნობილი ადამიანი გამხდარიყო. მაგ., მღვდელი...


image


– ასე ხშირად რატომ მცემდი? – ჰკითხა მოგვიანებით სოსომ კეკეს.
– იმისთვის, რომ ისეთი ჭკვიანი და კარგი გაზრდილიყავი, როგორიც ხარ – უპასუხა დედამ.
ამიტომ, კეკე ძალიან იმედგაცრუებული იყო, როდესაც მისი შვილი, გაცდენების გამო, სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს და მღვდლის დიპლომის ნაცვლად, დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სერტიფიკატი მისცეს.

გასული საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც რევოლუციურ ბრძოლაში ჩაერთო, სტალინი დედასთან ნაკლებად კონტაქტობდა, ალბათ, მისგან საყვედურების მოსმენა არ უნდოდა... კეკე კი, მწარედ ტიროდა, როდესაც იგებდა, რომ მისი შვილი ისევ ციხეში იყო, ან გადასახლებაში გაგზავნეს.

რევოლუციის შემდეგ კი, სტალინი დედას, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სტალინის საქართველოში ხანმოკლე შვებულების დროს ხვდებოდა. თუმცა, მასზე ყოველთვის ზრუნავდა და თვალთახედვის გარედან არ უშვებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის შეეცადა, რომ დედა საუკეთესო პირობებით უზრუნველეყო. მაგ., 1932 წ. მას თბილისში, ვორონცოვის სასახლეში, რომელშიც ადრე მეფის ნაცვალი ცხოვრობდა, მას ბინა გამოეყო, რომელშიც რამდენიმე ოთახი იყო.


imageვორონცოვის სასახლეში


სტალინის ბოლო შეხვედრა დედასთან, 1935 წელს, სწორედ ვორონცოვის სასახლეში შედგა.

– რა გამოხვედი სოსო? – ჰკითხა კეკემ მას.
– მე ახლა, შეიძლება ითქვას, მეფე ვარ, – მეფე ხომ გახსოვს? – უპასუხა სტალინმა.
– სჯობდა, მღვდელი გამხდარიყავი, – უთხრა მას, პასუხის მოსმენის შემდეგ დედამ.
სტალინის დედა 1937 წლის ივნისში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე სტალინმა, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ჩასვლა ვერ მოახერხა. მან მხოლოდ გვირგვინი გაგზავნა, მოკლე და ლაკონიურ წარწერით – "იოსებ ჯუღაშვილისგან".

სტალინის დედის გარდაცვალების შესახებ, საბჭოთა პრესაში, მისი განკარგულებით, არ გამოცხადებულა. ხოლო, ბელადის დედის დაკრძალვასთან დაკავშირებული, ყველა საზრუნავი ლავრენტი ბერიას დაევალა, რომელიც იმ დროს, საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი იყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნაცისტების საიდუმლო ლაბორატორია და ჰიტლერის ექსპერიმენტები

* ბუნებისა და ადამიანის მიერ შექმნილი 12 შედევრი

* სახალისო კომიქსები, ჩახლართული სიუჟეტებით (13 ფოტო)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
1053
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1053
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0