x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139070
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
მე-5 ადგილი ჟურნალ Time-ის მიხედვით: რა ქონება დააგროვა სტალინმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია – 70 წელია კაცი აღარ არის, მაგრამ ინტერესი მის მიმართ დღემდე არ ჩამცხრალა. არ წყდება კამათი მისი შემოსავლების და მემკვიდრეობის შესახებაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მასმედიაში ინფორმაცია, მისი წარმოუდგენელი სიმდიდრის შესახებ, პერიოდულად ჩნდება...


image


ბელადის შემოსავალი


სსრ კავშირში, ინფორმაცია საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერების პირადი ცხოვრების და შემოსავლების შესახებ, გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ, ბოლო წლებში, ბევრი არქივი გაიხსნა და ცნობილი გახდა, რომ 30–იანი წლების დასაწყისში, სტალინის ხელფასი 500 მანეთს შეადგენდა, ხოლო, 1936 წლიდან 1 200 მანეთამდე გაიზარდა. ამასთან, საშუალო ხელფასი, იმ დროს, 270 მანეთი იყო.

ფულის რეფორმის შემდეგ, ანუ 1947 წლიდან, "ერის მამის" ხელფასი 10 მანეთი გახდა და ის, საშუალი ხელფას, 15–ჯერ აღემატებოდა. ამ თანხით მას ავტომობილი "მოსკვიჩის" (9 ათასი მანეთი ღირდა) შეძენა შეეძლო. ხოლო, 2 ხელფასით – "პობედა" (16 000 ღირდა) მოუვიდოდა და ხურდაც დარჩებოდა.


image


საბჭოთა ლიდერის ქონების სია


1953 წ. 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ბერიას ბრძანებით, სტალინის პირადი ნივთები აღწერეს... აღმოჩნდა რომ, ის საკუთარი თავის მიმართ, ძალიან ხელმომჭირნე იყო — სამოსიდან, ზედმეტი არაფერი ჰქონდა და რაც ჰქონდა, ყველაფერს გაცვეთამდე ატარებდა. მისი პირადი ნივთების სიაში კი, ბლოკნოტი და დღიური, 5 ჩიბუხი, თუთუნი, წიგნები, 2 თეთრი, 2 ნაცრისფერი და 2 მწვანე კიტელი (სამხედრო პიჯაკი), 10 შარვალი, 4 შინელი, 4 ქუდი და საცვლები მოხვდა. ხოლო, საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 900 მანეთი ჰქონდა.

იმის მიუხედავად, რომ წლების მანძილზე, მას ათობით ძვირადღირებული მანქანა და ათასობით ძვირფასი ნივთი აჩუქეს, მას არანაირი ქონება არ გააჩნდა. სტალინმა ეს ყველაფერი სსრ კავშირის ხაზინას გადასცა, რადგან გულწრფელად თვლიდა, რომ საჩუქრები პირადად მას კი არა, ქვეყნის მეთაურს მიართვეს. შედეგად, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქალიშვილი სვეტლანა, ძალიან ნაწყენი დარჩა, რომ მემკვიდრეობად, თითქმის არაფერი დარჩა... თუმცა, როგორც თავად აღიარა, ფუფუნებაში არც მამის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.



image


სვეტლანა ალილუევა მამის შესახებ


როგორც სვეტლანა თავისი მოგონებების წიგნში, მამაზე წერს, "მას ფულის რევოლუციამდელი აღქმა დარჩა. ის დარწმუნებული იყო, რომ 100 მანეთი უზარმაზარი თანხა იყო".

ბელადი მას რამდენიმე თვეში ერთხელ, 2-3 ათას მანეთს აძლევდა, მაგრამ თვლიდა, რომ "მილიონს" ჩუქნიდა. გარდა ამისა, შვილიშვილს, იაკობის ქალიშვილსაც ეხმარებოდა. ხოლო სვეტლანას, "პობედის" საყიდლად ფული მისცა, რომ მას სახელმწიფო ავტომობილებით არ ესარგებლა.


სტატია ჟურნალ Time–ში


2015 წ. ჟურნალმა Time კაცობრიობის ისტორიაში 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია გამოაქვეყნა. მეხუთე ადგილზე, ამ სიაში სტალინი იყო, ბილ გეიტსი კი, მხოლოდ 9–ზე. ჟურნალის რედაქციამ მისი ამ ადგილზე დასახელების არგუმენტად ის მოიყვანა, რომ სსრ კავშირის ყოფილი მეთაური მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანას მართავდა და რომ მას საკუთრებაში, 18 აგარაკი ჰქონდა.

რეალურად კი, რაც ამერიკელებმა სტალინის საკუთრებად ჩათვალეს, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.


გენერალური მდივნის მემკვიდრეობა


"სტალინთან ერთად, მსოფლიო ისტორიის მთელი ეპოქა დასრულდა. მან აიძულა დასავლეთი პატივი ეცათ ახალი რუსეთის სიძლიერისთვის და შეეცადა ქვეყანა დიდი სახელმწიფოების წრეში შეეყვანა".

New-York Times, 1953 წ. 6 მარტი


სტალინის მთავარი მემკვიდრეობა კი – სსრ კავშირი იყო, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისთვის, თავისი ძლევამოსილების პიკზე იყო. ხოლო შემდეგ, ინერციით კიდევ 15-20 წელი იმოძრავა... რაც ქვეყანაში 60–70–იან წლებში მოხდა, ყველაფერს საფუძველი მისი მმართველობის დროს ჩაეყარა. 80–იანებიდან კი, უძრაობის ეპოქა დაიწყო...


image

არხის სხვა სიახლეები:


* "არასოდეს ენდო ადამიანს, ვისაც..." – სტალინის ბრძნული გამონათქვამები

* მასონის შვილიშვილმა ორდენის საიდუმლო გაამხილა, უძველესი პირამიდების შესახებ

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები მთვარის შესახებ

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
359
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0