x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი"-რა გამოხმაურება მოჰყვა ისარაელში მიმდინარე მოვლენებს
image

ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.

„ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.


ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:

"შეძრწუნებული ვარ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ჩვენ ვგმობთ ტერორს და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომელიც ცეცხლის ქვეშ იმყოფება და სასტიკი თავდასხმებისგან თავს იცავს. ტერორი ვერასოდეს გაიმარჯვებს”, - წერს მეცოლა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:

„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი:

"მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ, "


დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - ქვეყანაში სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით კი, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი.


0
164
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0