x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139085
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512604
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები მთვარის შესახებ

ეს არის ფაქტები ჩვენი პლანეტის საიდუმლოებით მოცულ და იდუმალ თანამგზავრზე — მთვარეზე, რომელიც ჩვენს ყურადღებას მუდმივად იქცევს და დედამიწაზე მიმდინარე ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენის ციკლურობას განსაზღვრავს.


image


1. ყოველწლიურად, დედამიწისგან მთვარის დაშორების გამო, პლანეტასა და თანამგზავრს შორის მანძილი 3, 81 სმ-ით იზრდება.

2. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მთვარე ყვითელი ან ნაცრისფერია. მაგრამ, თუ დედამიწაზე კატასტროფა ხდება (დიდი ხანძარი, ვულკანის ამოფრქვევა) და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვერი და კვამლია, – მთვარე ცისფერი ხდება, რაც ოპტიკურ ეფექტს უკავშირდება.

3. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის გრავიტაცია, დედამიწის გრავიტაციის ერთი მეექვსედია, მის ზედაპირზე გადაადგილება, ნამდვილი გმირობის ტოლფასია. როგორც ასტრონავტები ამბობენ, მასზე დასახლების შექმნა მეტად რთული იქნება, რადგან ადამიანის ფეხი მთვარის მტვერში თითქმის 15 სმ–ზე ეფლობა.
4. თუ მთვარე დედამიწაზე აიღებს გეზს და დიდი სიჩქარით წამოვა, ჩვენი პლანეტის გრავიტაციული ძალა მას, შეჯახებამდე, გაანადგურებს.

5. დაბალი გრავიტაციის გამო, ადამიანი მასზე გაცილებით მსუბუქად გრძნობს თავს.

6. მთვარის გრავიტაციული ველი გავლენას ახდენს ოკეანეების მოქცევა–მიქცევაზე დედამიწაზე.


image


7. მთვარე, გეოლოგიურად, დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ქერქის მოძრაობა იქაც შეინიშნება. რასაც, მიწისძვრის მსგავსად, მთვარისძვრას ეძახიან. ჩვეულებრივ, ის რიხტერის სკალით, 5, 5 ბალს არ აღემატება და ასეთი მოვლენები არც მთვარისთვის არის სახიფათო და არც ჩვენთვის. ხოლო, ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი, მზის და დედამიწის მოქცევის ძალებია.

8. დედამიწაზე მთვარის გრავიტაციული ძალა, ჩვენი პლანეტის ბრუნვას ანელებს. ამ მოვლენას მეცნიერები მოქცევის დამუხრუჭებას ეძახიან.

9. მილიარდობით წლის წინ, დედამიწაზე ერთი დღე–ღამის ხანგრძლივობა 10 საათზე ნაკლები იყო. პლანეტაზე მთვარის გრავიტაციულმა ძალამ, დროთა განმავლობაში, მისი ბრუნვა შეანელა და დღე–ღამის ხანგრძლივობა, 24 სთ–მდე გაზარდა. ასე, რომ, თუ მთვარეს რამე დაემართება, მზე ისევ 5 სთ–ში ერთხელ ამოვა.

10. მთვარე — ერთადერთი ადგილია, დედამიწის გარდა, რომელზეც ადამიანმა ფეხი დადგა.

11. მთვარის უკანა მხარე კაცობრიობამ, პირველად, 1959 წ. ნახეს, როდესაც საბჭოთა პლანეტათაშორისმა სადგურმა "მთვარე – 3" მას თავზე გადაუფრინა და ფოტო გადაუღო.

12. თანამგზავრების გადაღებულ მთვარის ზოგიერთ სურათზე, მის ზედაპირზე უცნაური ობიექტები იკითხება და ჩნდება აზრი, რომ მთვარეზე ხელოვნური კონსტრუქციები არის, რომლის ზომები რამდენიმე მეტრიდან – 1, 5 კმ–იან «ობელისკებამდე» მერყეობს.
პარანორმალური მოვლენების მოყვარულებმა, ამ ობიექტებს შორის, სასახლეებიც კი «იპოვეს», რაც ადრე მთვარეზე, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს.
ნასა ამ უცნაურ თეორიას არც უარყოფს და არც ადასტურებს.


image


13. კოსმოსური ხომალდის – "აპოლონ 11"–ს კაპიტანი ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, ვინც 1969 წლის 21 ივლისი, მთვარეზე დადგა.

14. "აპოლონის" პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე ფრენების შედეგად, დედამიწაზე მთვარის ზედაპირიდან 380 კგ–მდე ქვიშა და ქვა ჩამოიტანეს.

15. მთვარის ათვისებიდან დღემდე, ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე 100–ზე მეტი რობოტიზირებული ტექნიკა იყო გაგზავნილი.

16. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ადამიანების მთვარეზე ტრანსპორტირება წარმატებით განახორციელა, აშშ–ა. სულ მთვარეზე 24 ამერიკელი ასტრონავტი იყო. მაგრამ, მთვარის ზედაპირზე გავლა, მხოლოდ 12 შეძლო.

17. "აპოლონ–17"–ის შემდეგ, რომელმაც მისია 1972 წ. შეასრულა, მთვარის მიმართულებით ფრენები შეწყდა და მას შემდეგ იქ აღარავინ ყოფილა.


image


18. ასტრონავტები მთვარეზე ყოველი ვიზიტის შემდეგ, მის ზედაპირზე სხვადასხვა სახის ნარჩენებს ტოვებდნენ. ითვლება, რომ იქ, დაახლოებით, 181437 კგ–მდე ხელოვნური მასალა არის თავმოყრილი. თუმცა, ამაში მხოლოდ ასტრონავტები არ არიან დამნაშავენი — ამ ნაგვის უდიდესი ნაწილი, მთვარეზე სხვადასხვა ექსპერიმენტის, კოსმოსური ზონდების და გაშვებული მთვარმავლების შემდეგ დარჩა.

19. "აპოლონ –17"–ის ასტრონავტებმა მთვარის მტვრის გემო შეიგრძნეს და მას "აპოლონის სურნელი" უწოდეს.

20. მთვარის მტვერს გამოყენებული ან დამწვარი დენთის სუნი აქვს. მას შეუძლია, ფილტვებთან, გულთან და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით, პრობლემები გამოიწვიოს.

21. როდესაც ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე დაადგეს ფეხი, საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: ატმოსფეროს არ არსებობის გამო, საგნების ჩრდილი მის ზედაპირზე უფრო მუქი აღმოჩნდა, ვიდრე დედამიწაზეა. მთვარეზე ჩრდილები — აბსოლუტურად შავია. ხოლო, როდესაც ასტრონავტები ჩრდილზე დადიოდნენ, მზის შუქის მიუხედავად, საკუთარ ფეხებს ვერ ხედავდნენ.
რა თქმა უნდა, მათ ამასთან შეგუება შეძლეს, მაგრამ ასეთი კონტრასტი მთვარის ზედაპირის ბნელ და ნათელ ნაწილებს შორის, მაინც პრობლემად რჩებოდა. მაგ., მათ აღმოაჩინეს, რომ არ შეეძლოთ სამუშაოების ჩატარება ხომალდის მომსახურებასთან დაკავშირებით, იმის დანახვა შეუძლებელი იყო, რასაც ხელით აკეთებდნენ.

22. ცნობილი ასტრონომი და გეოლოგი იუჟენ «ჯინ» შუმაკერი (Carolyn Jean Spellmann Shoemaker), რომელიც თავის წრეში ნამდვილი ლეგენდად ითვლებოდა (მან მთვარის კვლევის მეთოდი შეიმუშავა, რომელიც «აპოლონის» ასტრონავტებმა გამოიყენეს), ყოველთვის ასტრონავტობაზე ოცნებობდა, მაგრამ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის გამო, ოცნების ასრულება ვერ შეძლო.
როდესაც ის გარდაიცვალა, ნასამ სურვილი შეუსრულა და 1998 წელს, «Lunar Prospector»–ს სადგურიდან, მისი ფერფლი მთვარეზე გაგზავნა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* "რა გამოხვედი სოსო?" – ჰკითხა უკვე სახელმწიფოს მეთაურს დედამ... "სჯობდა მღვდელი გამხდარიყავი" – უთხრა მას, პასუხის მოსმენის შემდეგ

* მასონის შვილიშვილმა ორდენის საიდუმლო გაამხილ, უძველესი პირამიდების შესახებ

* სახალისო კომიქსები, ჩახლართული სიუჟეტებით (13 ფოტო)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0