x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ეკატერინე დიდის ავეჯის საიდუმლო კოლექცია, რომელიც თავისი გარ#ვნილებით შოკში ჩაგაგდებთ

image


დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც გერმანელი ჯარისკაცები "ცარსკოე სელოში" აღმოჩნდნენ, მათ ერთ საკმაოდ უჩვეულო, ეროტიკული ხასიათის ოთახს მიაგნეს, სადაც თითქმის ყველა ავეჯი ძალიან თამამი, ფალიური სიმბოლოებით იყო გაფორმებული, მეტიც სავარძლები, სკამები და შირმები სექსუალური პოზების გარდა, ხისგან დამზადებული ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების გამოსახულებებით იყო სავსე, ოთახში არსებული ყველა ნივთი ეროტომანიით შეპყრობილ მეპატრონეზე მიუთითებდა.


image


როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ოთახის მთელი ავეჯი კატალოგიზირებული იქნა, თუმცა 1950 წლისთვის უკვე ყველაფერი განადგურებული იყო. აღნიშნული კოლექციიდან მხოლოდ რამდენიმე ფოტოღაა შემორჩენილი, რომლის ხილვაც თავისი გარყვნილების ხარისხით თანამედროვე თაობასაც კი შოკში აგდებს.


image


ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ იხილავთ, ბელგიაში მცხოვრები პიტერ ვოდიჩის არქივში იქნა დაცული. მამაკაცი საინტერესო გამოძიების ავტორი გახლავთ, რომლის ერთ - ერთი პროექტიც ეკატერინე II დიდის ცხოვრების პიკანტური დეტალების მოძიებას ეხებოდა.


image


პიტერ ვოდიჩმა რუსეთის იმპერატორისა და მისი უცნაური ოთახის შესახებ მამისგან გაიგო (სწორედ მამამისი გახლდათ ერთ - ერთი იმ ჯარისკაცთაგანი, რომელმაც მას "ცარსკოე სელოში" გადაღებული ეს ფოტოები გადასცა) რის შემდეგაც საიდუმლო ოთახის ძიებას ის უკვე საკუთარი ძალებით შეუდგა.


image



რუსეთში საგანგებოდ ჩასულმა ვოდიჩმა ვერაფერი გაარკვია


image



მუზეუმის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ არავითარი საიდუმლო ოთახი არ არსებობდა!


image


ერმიტაჟის თანამშრომლები არც იმ ფაქტს აღიარებდნენ, რომ 1930-იან წლებში ეროტიკული ხელოვნების მთელი კოლექცია იყო კატალოგიზირებული, რომელიც რომანოვების ოჯახს ეკუთვნოდა.



image



თანამედროვე მუზეუმები მსგავსს მტკიცებულებებს როგორც წესი, ანადგურებენ...



image


ბოლოს, პიტერს ფონდიდან მხოლოდ რამდენიმე ექსპონატი უჩვენეს: საყნოსავები, მედალიონები და ფიგურები ეროტიკული გამოსახულებებით....


image


მსოფლიოს ეკატერინე II-ის პირადი ცხოვრება მის კარიერულ მიღწევებთან შედარებით არანაკლებ აინტერესებდა, და ეს სრულიად გასაგებია. იმპერატრიცას ცხოვრება სავსეა ორიგინალური ისტორიებით, რომლებიც ჯერ ჭორებად, შემდეგ კი წლებთან ერთად ლეგენდებად იქცა, თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ხოლო ზოგიერთ ფაქტს უკვე ვერც ვერასდროს გავიგებთ.


image



P.S. მაგრამ ვინ იცის, შეიძლება ეს უკეთესიც კი იყოს!












0
182
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
182