x
მეტი
  • 24.08.2024
  • სტატია:136674
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510917
"ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადება




საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნაღმს უწოდებს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს მოახდინონ მყისიერი რეაგირება.



"რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.


მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება", - წერია პრესიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.



0
68
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0