x
მეტი
  • 03.03.2024
  • სტატია:133634
  • ვიდეო:354905
  • სურათი:507991
ვინ არის ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი?


image

არჩილ ჩიქოვანი, კადრები 2021 წლის 26 ნოემბრის ბათუმის საკრებულოს სხდომიდან



არჩილ ჩიქოვანის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. მისი ბიოგრაფია არც მერიის საიტზეა გამოქვეყნებული და არც "ქართული ოცნების" ვებ-გვერზე.


ჩვენ დავუკავშირდით, როგორც ბათუმის მერიას, ისე ქართულ ოცნებას. მათ შესაბამის სამსახურთან გადაგვამისამართეს და არ აგვიხსეს რატომ არ არის გამოქვეყნებული ბიოგრაფია თავიანთ საიტებზე.




image



image(სქრინი ბათუმის მერიის ვებგვერდიდან)

ბათუმის მერიის ვებგვერდზე არაფერი წერია მის ბიოგრაფიაზე







image


image

(სქრინი ქართული ოცნების ვებგვერდიდან)

არც ქართული ოცნების საიტზე





მის შესახებ ცოტაოდენი რამ სახელმწიფო დეკლარაციიდან შეგვიძლია გავიგოთ, რომელიც 7-ჯერ აქვს შევსებული, 2011-2021 წლებში.


არჩილ ჩიქოვანი დაიბადა 1981 წლის 24 დეკემბერს ბათუმში. მამა ლეონტი ჩიქოვანი წარმოშობით სამეგრელოდან, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმედანაა, დედა კი გურიიდან ლანჩხუთის სოფელ მამათიდან. ჰყავს ერთი ძმა დავითი. უცნობია სად სწავლობდა, რა განათლება მიიღო, ან რა პროფესიისაა.


ცნობილია ის, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი საჯარო სფეროში გადაინაცვლა.


2011 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეხუთე რეგიონალური სამმართველოს (აჭარა) უფროსი. ამ დროისთვის ის მშობლების სახლში ფარნავაზ მეფის 93 ნომერში ცხოვრობდა. არ ფლობდა არანაირ უძრავ, ან მოძრავ ქონებას და 2021 წლისგან განსხვავებით არ გააჩნდა სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე თანხები.






image

სქრინები დეკლარაციებიდან




ჩიქოვანი უფრო და უფრო წინ მიიწევს და 2013-2017 წლებში აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ხდება.


2017-2018 წლებში ინაცვლებს აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსად. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არამიზნობრივად აქვს გაფლანგული თანხები, იბარებდა ასიათასობით ლარის ღირბულების უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს.


სწორედ 2017 წელს შეიძინა მან ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ზ. გორგილაძისა და ნ. ბარათაშვილის კვეთაში 110 კვ. მ. ბინა 40 ათას დოლარად (100 ათას ლარად) და 7500 დოლარად ცოლის სახელზე გაფორმებული ტოიოტა ქემრი. მომდევნო 2019, 2020 და 2021 წლების დეკლარაციებში ავტომობილი აღარ არის მითითებული. აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ დეკლარაციაში მის სახელზე ავტომობილი არ ფიქსირდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ან არ იცის მართვა და არ ჰყავს ავტომობილი, ანდა ჰყავს და მალავს. მხოლოდ ეს ბინაა ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული.


დედამისი ასევე ფლობს კახაბერში (ივანე მესხის მე-2 ჩიხში) 2342 კვ. მ.-ის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს, თუმცა ჩიქოვანს ბოლო 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს არ აქვს მითითებული.


image

მალვინა კილაძის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი კახაბერში





2018-2020 წლებში ჩიქოვანი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ხდება და ამავე წლებში თავისი სანათესაო სამთავრობო უწყებებეში საქმდებიან:


დედა მალვინა კილაძე - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში,

ძმა დავით ჩიქოვანი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში,

რძალი ნინო ჩიქოვანი (ძოძუაშვილი) - იუსტიციის სამინისტროს აჭარის რეგიონალურ ოფისში და მეუღლე, მარიამ დავითაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში.


არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთაქვრობის პირველი პირის თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი და მეჯვარეა. სწორედ რიჟვაძის შეთავაზებით დაინიშნა 2020 წელს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად ერთი წლის ვადით. ჩიქოვანის ხელშეწყობით კონკრეტულ კომპანიებს, რომელთაც ოცნებისთვის 110 ათასი ლარი აქვთ შეწირული, ბათუმის მერიის 80 მილიონ ლარის 103 ტენდტერი აქვთ მოგებული.


2021 წლის არჩევნებში, როგორც იცით თავად გახდა მერი და სანამ საქმეს შეუდგებოდა პირველ რიგში ხელფასი გაიზარდა.


არჩილ ჩიქოვანს ჰყავს მეუღლე, ორი ვაჟიშვილი და გერი.

არ ვიცით იცის თუ არა რუსული ინგლისური ან სხვა ენა, რადგან მისი ბიოგრაფია ხელმიუწვდომელია. როგორც ჩანს საჯარო მოხელეობას არ ეგუება და ძველი უნარ-ჩვევებით ხელმძღვანელობს და ცდილობს დარჩეს შეუმჩნეველი, ამის დასტურია ისიც თუ როგორ გაიპარა შეუმჩნევლად, 26 ნოემბერს საკრებულოს სხდომის შემდეგ, აქციის მონაწილეთა გარშემორტყმულ შენობიდან.





(შენიშვნა: სტატია მომზადებულია 2021 წელს)






1
70
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
70
  
2023, 28 ნოემბერი, 19:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1