x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვაი, სირცხვილო"- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს:


"ვეკითხები პარლამენტის ყველა წევრს, პოზიცია-ოპოზიციის მიუხედავად, ხომ ხართ საქართველოს მოქალაქეები მაინც-ნუთუ ისე ამთავრებთ ამ კვირის პლენარულ სხდომებს, რომ რეზოლუციასაც არ მიიღებთ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების დაგმობაზე, გახსნას ოჩამჩირეში წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო ბაზა.


გასაგებია თქვენთვის მთავარია ბიძინას არაფერი დაუშავდეს. ვაი, სირცხვილო, მაგრამ მერამდენედ?"- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა "იზვესტიასტან" ინტერვიუში გააკეთა.


ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.


ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


ამავე ინტერვიუში ბჟანიამ ისევ შეაქო "ქართული ოცნება" და მის პოლიტიკას პრაგმატული უწოდა.


"საქართველოს მოქმედი ხელისუფება, ვგულისხმობ პრემიერმინისტრს და მის გუნდს, და არა პრეზიდენტს - ისინი პრაგმატული ადამიანები არიან", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.









0
343
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343