x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ოდესაში დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც დააკავეს ასევე ქილერის ინფორმაციით
image
დაქირავებული მკვლელების ინსტიტუტს უზარმაზარი ისტორია აქვს, მათ იყენებდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან.


განსაკუთრებით ქილერის ინსტიტუტი ძლიერი გახლდათ იაპონიაში, სადაც საბრძოლო ხელოვნების ოსტატები ხდებოდნენ დაქირავებული მკვლელები.
არც თანამედროვე მსოფლიოს აკლია ქილერები, კლავენ დაკვეთით საკმაოდ დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ პოლიტიკოსით დაქყებული და კრიმინალური ავტორიტეტით დამთავრებული.


ციხეში ქილერებს ცამარტოო საკანში ანთავსებენ ძირითადად, რადგან ციხეში მყოფ არცერთ კასტას არ უყვარს ქილერი და ნებისმიერის ვალია პირველივე კონტაქტისად დაუფიქრებლად მოკლას ის.



ყველამ იცით თუ რა მდგომარეობაა უკრაინაში და ბევრმა ქაოსში მოინდომა ხელის მოთბობა სხვისი სიკვდილის ფასად.



ოდესაში სამართალდამცავებმა დააკავეს უცხოელი პროფესიონალი ქილერი, რომელსაც კერძო პირმა სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელის მოკვლისათვის 5 000 დოლარი ავანსად მიიღო, მისი მოკვლის შემდეგ კი უნდა მოეკლა მისი ცოლიც, საბოლოო ჯამში ქილერი მიიღებდა 15 000 დოლარს.

ქილერი შეუდგა დასახული მიზნის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას, შეისწავლა მსხვერპლის გრაფიკი, გადაადგილების მაშუტი და ერთერთი ასეთი თვალთვალის დროს ის პოლიციის სპეცრაზმმა აიყვანა. ქილერი დაკავებულ იქნა უკრაინელი ქილერის მიერ პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. უკრაინელმა ქილერმა თავის დროზე უარი თქვა მიეღო შეკვეთა სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელის მოსაკლავად და როცა გაიგო, რომ შემცვლელი გამოჩნდა, ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა ანონიმურობის დაცვის და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ.

უცხოელმა ქილერმაც ითანამშრომლა სამართალდამცველებთან, მომზადდა სცენარი და სპეციალური ჯგუფი ქილერთან ერთად შეუდგა მის შესრულებას "გაიტაცეს" კლინიკის მფლობელი, "მოკლეს" და თან მალე მისი მეუღლეც "მიაყოლეს" უკან. დამკვეთმა, როგორც კი მიიღო "მოკლულების" ფოტოები, შეთანხმებისამებს ქილერს დამატებით გადასცა 10 000 დოლარი, რა დროსაც იქნა დაკავებული.

ახლა დამკვეთს 10 წლიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

imageimageimage



0
142
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
142