სხვა ჯო ბაიდენის ძაღლი,რომელმაც 11 აგენტი დაგლიჯა, თეთრი სახლიდან გააძევეს 2023, 5 ოქტომბერი, 15:51 აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გერმანული ნაგაზი, აგრესიული ქცევის გამო თეთრი სახლიდან გააგდეს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორი წლის აგრესიული გერმანული ნაგაზი თეთრი სახლის ტერიტორიაზე ვეღარ ირბენს. ინფორმაციას NPR ავრცელებს. ძაღლი, სახელად "კომანდერი", არაერთხელ დაესხა თავს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტებს. ერთ შემთხვევაში, დაშავებული საიდუმლო სამსახურის ოფიცერი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ძაღლმა უკბინა მკლავზე და ბარძაყზე. ბოლო თავდასხმა სექტემბრის ბოლოს მოხდა, რის შემდეგაც ოფიცერს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საერთო ჯამში, ძაღლმა თეთრ სახლში უკბინა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის 11 აგენტს. შედეგად გადაწყდა ძაღლის თეთრი სახლიდან გაძევება. ძაღლმა უკვე დატოვა საცხოვრებელი. კონკრეტულად სად მდებარეობს კომანდერი, ჯერჯერობით უცნობია. გერმანული ნაგაზი სახელად კომადერი თეთრ სახლში 2021 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ლეკვი ამერიკელ ლიდერს მისმა ნათესავებმა აჩუქეს. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, პრეზიდენტის სხვა ძაღლების საკმაოდ აგრესიულობით გამორიჩეოდნენ, 2021 წლის აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სხვა ძაღლი, სახელად მაჯორი, ასევე გააძევეს თეთრი სახლიდან და გაგზავნეს გადამზადებაზე. მანამდე, 2021 წლის მარტში, ძაღლი, ასევე გერმანული ნაგაზი, თავს დაესხა პრეზიდენტის უშიშროების თანამშრომელს და მას „მსუბუქი დაზიანებები“ მიაყენა. 2020 წლის 30 ნოემბერს კი პოლიტიკოსი მასთან თამაშის დროს დაშავდა. CT სკანირებამ დაადასტურა ბაიდენის ფეხის ორი მოტეხილობა. 239 2-ს მოსწონს
|