x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
7 ფილმი, რომლებმაც მაყურებელს კინოთეატრის დატოვება აიძულა
image


ოდესმე კინოთეატრიდან გაქცევა თუ მოგიწიათ? თუ არა, მაშინ ეს ფილმები თქვენ ნამდვილად არ გინახავთ. წარმოგიდგენთ 7 ფილმს, რამელმაც წარმოუდგენელი სისასტიკის გამო მაყურებელი კინოდარბაზის დატოვებისკენ აიძულა.




"ეშმაკის განმდევნელი" ("ეგზორცისტი"), 1973 წელი


image


რეჟისორ უილიამ ფრიდკინის მიერ გადაღებული ეს საშინელებათა ფილმი ეშმაკით შეპყრობილ ქალზე მოგვითხრობს. კინოსურათის ზოგიერთი კადრი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მაყურებელთა უმრავლესობა უბრალოდ დარბაზიდან გაიქცა, ხოლო ერთ - ერთ ქალს შიშისგან გულიც კი შეუწუხდა.




"ალქაჯი ბლერიდან", 1999 წელი


image


ჯერ გეტყვით რომ მთელი ფილმი გადაღებულია ჩვეულებრივი არაპროფესიონალური კამერით, რამაც ნამუშევარს კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შესძინა. ფილმში, რეჟისორების დენიელ მირიკისა და ედუარდო სანჩეზის რეალისტური კადრების სიუხვემ მაყურებელში ღებინების რეფლექსი გამოიწვია. კინოთეატრის შეწუხებული თანამშრომლები იძულებულები გახდნენ მაყურებელი წინასწარ გაეფრთხილებინათ, რომ გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში დარბაზი დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ.




"127 საათი", 2010 წელი


image


რეჟისორ დენი ბოილის მიერ გადაღებული ეს კინოსურათი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და იმ მთამსვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი იძულებულია ხელი ბლაგვი დანით გადარჩენისთვის თავადვე მოიჭრას. ამპუტაციის ეს სცენა ფილმში იმდენად რეალურად იყო ასახული, რომ ზოგიერთ მაყურებელს სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა.




"ცოფიანი ძაღლები", 1992 წელი


image


"ცოფიანი ძაღლები" - ტარანტინოს კლასიკური კინოა, რომელიც ზღვა ძალადობით და სისხლით არის სავსე, თუმცა ყურის მოჭრის სცენა, იმდენად საშინელი სანახავი იყო, რომ საშინელებათა ფილმების ლეგენდარული რეჟისორი უეს კრეივენი (ალბათ, კარგად გახსოვთ მისი ცნობილი ფილმი - "საშინელება თელების ქუჩაზე") რომელიც კინოჩვენებას ესწრებოდა იძულებული გახდა კინოდარბაზი დაეტოვებინა.



"მახინჯები", 1932 წელი


image


ამერიკელი რეჟისორის ტოდ ბრაუნინგის კინოსურათი - "მახინჯები", რომელიც ცირკის მსახიობების კულისებს მიღმა ცხოვრებაზე მოგვითხრობს, კლასიკურ საშინელებათა ფილმს ნამდვილდ არ განეკუთვნება, თუმცა მაყურებელთა გაღიაზიანება მთავარმა მოქმედმა გმირებმა გამოიწვიეს, ვინაიდან ეკრანზე ამდენი ერთნაირი ადამიანის ნახვისთვის ისინი მზად არ აღმოჩნდნენ.





"შეუქცევადი", 2002 წელი



image


მართალია, ფილმი ძალადობის სცენებით სავსეა, თუმცა მაყურებელთა მიერ კინოდარბაზის დატოვების მიზეზი ეს ფაქტი ნამდვილად არ გამხდარა. საქმე იმაშია, რომ რეჟისორმა ფილმის გადაღებისას სპეციალური ინფრაბგერა გამოიყენა, რომლის გარჩევაც ადამიანის ყურს პირველი 30 წუთის განმავლობაში არ შეუძლია, თუმცა ის უსაფუძვლო შიშსა და ვიბრაციას იწვევს, რომელიც მიწისძვრით გამოწვეული შეგრძნების ანალოგია. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დარბაზში პანიკა.




"მახინჯი ციხესიმაგრეში", 1995 წელი


image


კლასიკური სიუჟეტი: ერთი, რიგითი ამერიკული ოჯახი მოულოდნელად გებულობს, რომ იტალიაში მდებარე მე -12 საუკუნის ციხესიმაგრე მემკვიდრეობით გადაეცემათ, სადაც ოჯახი სახლდება კიდეც, თუმცა რეჟისორ სტიუარტ გორდონის კინოსურათი, სისასტიკის წარმოუდგენელ მასშტაბებს სწორედ მაშინ აღწევს, როდესაც ციხე - კოშკის ბინადარი - მონსტრი ერთმანეთის მიყოლებით, ოჯახის თოთოეული წევრის ჭამას იწყებს, სწორედ ეს კონკრეტული სცენები იმდენად რეალურად იყო გადაღებული რომ მაყურებელთა უმრავლესობამ ფილმის ნახვა ბოლომდე ვერ შეძლო და შუა ჩვენებიდან გაიქცა.








0
653
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
653