x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ფუა-გრა, მოლუსკები, სიგარა, კონიაკი- რის მირთმევას ანიჭებდა უპირატესობას უინსტონ ჩერჩილი?

ყველამ ვიცით ამა თუ იმ მოღვაწის ისტორიული როლის, მისი ქმედებებისა და პირადი ცხოვრების შესახებაც კი. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ ცოტა რამ ვიცით პოლიტიკოსებისა და გმირების კულინარიული პრეფერენციების შესახებ. რა კერძებს ანიჭებდა უპირატესობას უინსტონ ჩერჩილი, მე-20 საუკუნის შუა პერიოდის მსოფლიო პოლიტიკური არენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე, იმ პერიოდში, როდესაც პლანეტის ნახევარი მეორე მსოფლიო ომმა მოიცვა?image
სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი 2002 წელს ისტორიაში უდიდეს ბრიტანელად იქნა აღიარებული და ამას ვერავინ გააპროტესტებდა. დაინტერესებულხართ, თუ რა იდო მის სადილის მაგიდაზე მაშინ, როდესაც ის საბედისწერო გადაწყვეტილებებს იღებდა თავისი ქვეყნისთვის?

თურმე უინსტონ ჩერჩილი უგემრიელესი კერძების, ტკბილი ძილისა და სასმელის მოყვარული იყო. როგორც მარლბოროს მემკვიდრეობითი ჰერცოგი, ანუ ძველი არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი, პოლიტიკოსს არასოდეს უღალატია თავისი ტიტულოვანი წინაპრებისთვის დამახასიათებელ უპირატესობებისთვის.image
“ყველაფერი რაც თქვენ საჭიროა სიცოცხლისთვის: ცხელი აბაზანა, ცივი შამპანური, ახალი ბარდა და ძველი კონიაკი"- ამბობდა ჩერჩილი.

აქ ჩერჩილი ცოტათი არაგულწრფელი იყო, რადგან უფრო რთულ და დახვეწილ კერძებს ამჯობინებდა, ვიდრე ბანალურ ბარდას. დიდი ბრიტანეთის პრემიერისთვის ნებისმიერი კვება ნამდვილი რიტუალი იყო, იმდენად ინტიმური, რომ მის საყვარელ მეუღლესაც კი ადგილი არ ჰქონდა. ამბობენ, რომ სიბერეში ჩერჩილმა ქორწინების 40 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, როცა ცოლი სადილზე იმყოფებოდა მასთან ერთად, მაგრამ, პოლიტიკოსის თქმით, ეს გამოცდილება არ მოეწონა.
image

ბრიტანეთის მთავრობის მეთაური საუზმის დაწყებას ამჯობინებდა ნესვით, რასაც მოჰყვებოდა ომლეტი ან მარტივი ათქვეფილი კვერცხი და ბეკონი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთგვარი გახურება იყო - დილის ძირითად პროგრამაში შედიოდა შემწვარი ქათამი ან კარგი დაბეგვილი ხორცი. ხორციანი კერძების შემდეგ მიირთმევდა ყავას ნაღებით, ტოსტთან და ჯემთან ერთად.

ასეთი მსუყრ საუზმის შემდეგ პოლიტიკოსი სამუშაოდ არ მიდიოდა, არრა, ის თავისი საძინებლისკენ მიემართებოდა, სადაც ნახევარი საათით იძინებდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების განხილვას.image
საუზმესა და ლანჩს შორის შუალედში ჩერჩილი “გვიან საუზმეს" აწყობდა. ამ ტრაპეზის დროა მარლბოროს ჰერცოგი მოლუსკებს მიირთმევდა, რასაც საფრანგეთში ყოფნის დროს მიეჩვია. განწყობის მიხედვით, მინისტრს შეეძლო მოეთხოვა სავოის წვნიანი კარტოფილით ან გამომცხვარი ორაგული.

ლანჩიც ასეთივე მძიმე ჰქონდა. შემწვარი ხორცი, ფუა-გრა, შემწვარი ძროხის ხორცი იორკშირის პუდინგით, ტრიუფელის სოუსი - თავად გარგანტუას შეშურდებდა ბრიტანელი პოლიტიკური ლიდერის მადის. ალკოჰოლური სასმელებიდან ლანჩზე ყოველთვის პორტვეინი იყო. თუმცა, ხანდახან, როცა გუნებაზე არ იყო, მინისტრი უარს ამბობდა ლანჩზე და მოკრძალებულად მოითხოვდა მისთვის ერთი ქილა სარდინის მოტანას. რაც შეეხება დესერტს, პოლიტიკოსი ნაყინის ან ეკლერის პორციას ანიჭებდა უპირატესობას, რომელსაც ყავას აყოლებდა ბრენდით. ლანჩის შემდეგ იყო სავალდებულო სიგარა, რის შემდეგაც ჩერჩილი სამსახურს უბრუნდებოდა.image
თანამედროვეები იხსენებენ, რომ დიდ პოლიტიკოსს სუფრის კარგი გაწყობის სისუსტე ჰქონდა და მისთვის გასაგები მიზეზების გამო შეეძლო უარი ეთქვა კერძის ჭამაზე. კერძოდ, არის ცნობილი შემთხვევა, როდესაც სერ უინსტონმა ბრძანა პუდინგი, რომელსაც, მისი სიტყვებით, „არანაირი მუსიკა ჰქონდა“, სამზარეულოში დაებრუნებინათ. ვახშამი იწყებოდა მოკრძალებული ხორცის ბულიონით, რის შემდეგაც სენდვიჩსა და შამპანურს მიირთმევდა. საინტერესოა, რომ როგორც ხორციანი კერძების თავგანწირული მოყვარული, ჩერჩილი ნერვიულობდა, როდესაც მის ფერმაში პირუტყვს კლავდნენ.image


ცნობილ პოლიტიკოსს განსაკუთრებული, რთული ურთიერთობა ჰქონდა ალკოჰოლთან. დადიოდა ჭორები, რომ ჩერჩილს შეეძლო კონიაკის დალევა გაუჩერებლად. თუმცა, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს პრემიერ მინისტრის ალკოჰოლზე ავადმყოფურ დამოკიდებულებას - ჭიქა კონიაკი და სიგარა უბრალოდ სერ უინსტონის იმიჯის ნაწილი იყო, რამაც, მისი აზრით, ხალხთან უფრო დააახლოვა. ამას ადასტურებს 1947 წელს მომხდარი ინციდენტი. ჩერჩილს თიაქრის ამოღების ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მას მოწევა აუკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ექიმების მითითებებს ასრულებდა, ყოველი გამოსვლის წინ სიგარას უკიდებდა, რათა დამსწრე საზოგადოებისთვის იმედი არ გაეცრუებინა.image

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ დიეტის, ალკოჰოლის, მოწევისა და სპორტის სრული უგულებელყოფის მიუხედავად, სერ უინსტონ ჩერჩილმა სიბერემდე იცოცხლა, სუფთა გონება და ენერგიულობა შეინარჩუნა. პოლიტიკოსი გარდაიცვალა 91 წლის ასაკში, 1965 წელს, ომში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მეთაურზე დიდხანს იცოცხლა.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0