x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქალწულთა აღლუმი: როგორ ირჩევს აფრიკელი მონარქი ცოლს ყოველწლიურად

image


აფრიკის სამხრეთ ნაწილში ესვატინის სამეფო (2018 წლამდე ცნობილი იყო როგორც სვაზილენდი) მდებარეობს, რომლის მონარქიც დღემდე შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობს. ქვეყანას მეფე მსვატი III-ე მართავს, რომელიც მხოლოდ 52 წლის არის და ენერგიას არ უჩივის, ამიტომ მის სამეფოში საკმაოდ უჩვეულო რიტუალები ჯერ კიდევ მისი მფარველობითა და თაოსნობით ტარდება. მეფეს სულ 13 ოფიციალური ცოლი ჰყავს, თუმცა მათი რიგები ყოველწლიურად ივსება. მონარქი ყოველწლიურად ახალ ცოლს ლერწმის ფესტივალზე ირჩევს, სადაც ათასობით ქალწული მთელი ქვეყნის მასშტაბით მის სასახლესთან იკრიბება და სასურველი სტატუსის მოსაპოვებლად ძალისხმევასა და მონდომებას არ იშურებს.


image


მეფე მსვატი III მორიგი ცოლის არჩევისას


image


მთელი დღესასწაულის განმავლობაში გოგონებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. თითოეული მოზარდი, ქალწულების აღლუმზე მოსახვედრად ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ოცნებობს, ვინაიდან კარგად ხვდება, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზაა.


image


დღემდე უცნობია, რა კრიტერიუმით ირჩევს მეფე ცოლს, თუმცა ფაქტია რომ ეს პროცესი საკმაოდ საინტერესოდ და დამაინტრიგებლად გამოიყურება, რასაც დღესასწაულზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ჟურნალისტების რაოდენობაც ადასტურებს, რომლებიც სვაზილენდის სამეფოში უნიკალური რეპორტაჟების მოსამზადებლად ჩადიან.


image


მსვატი III - ის პირველი ორი მეუღლე პარლამენტის მიერ იქნა არჩეული


image



მეფის მესამე და მეოთხე ცოლი


image


მონარქის მეშვიდე ცოლი



image


სვაზილენდი ასევე ცნობილი გახდა იმით, რომ მეფე სობუზა II სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი დროით - 82 წელი მართავდა, რითიც მსოფლიო რეკორდიც კი დაამყარა. ის მოხვდა იმ ცხრა ყველაზე ცნობილ მონარქს შორის, რომელმაც ტახტი საკმაოდ პატარა ასაკში დაიკავა. სობუზა II ტახტზე ოთხ თვის ასაკში აღმოჩნდა.









0
994
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
994