x
მეტი
  • 02.03.2024
  • სტატია:133610
  • ვიდეო:355311
  • სურათი:507988
რატომ იცინოდნენ "ვაგნერელები" "ვაგნერის" ერთერთი მეთაურის ვალერი ჩეკალოვის დაკრძალვაზე, ფსიქოლოგის აზრი ამ თემაზე

image
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათებს, სადაც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები დანაყოფის ერთერთი მეთაურის ვალერი ჩეკალოვის დაკრძალვაზე იცინიან უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაკიცხა მებრძოლები დაკრძალვაზე სიცილის გამო, მეორე ნაწილმა "ვაგნერის" დამფუძნებელ პრიგოჟინის და მისი კომპანიის სამხედრო მეთაურების დაღუპვას ფარსი და დადგმული სპექტაკლი უწოდა.


ერთი სიტყვით საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო მომხდართან დაკავშირებით რასაც გამოეხმაურა ფსიქოლოგი ირინა შევცოვა და მან განმარტება გააკეთა და ახსნა მებრძოლების საქციელის მიზეზებიც.

"ადამიანური ფსიქიკა ძალიან რთულია და ადამიანების ემოციური რეაქციაც ერთმანეთისგან განსხვავდება, მეტიც კარდინალურად განსხვავებულია განსხვავებული ფსიქიკის მქონე ადამიანების რეაქცია ერთიდაიგივე მოვლენაზე ან ფაქტზე.


ავიღოთ ჩეკალოვის დაკრძალვის დღე, როცა ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა გაცინებული "ვაგნერელები". ასეთმა მოქმედებამ ბუნებრივია სხვადასხვანაირი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში, ვისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, ვისთვის კი გასაგები და მისაღებიც.


არსებობს რამდენიმე მეცნიერული გამოკვლევა, რომელიც ეხება მომხდარ ფენომენს, სიცილს დაკრძალვის ცერემონიაზე.


კველევების დროს მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ დაკრძალვაზე ადამიანების სიცილი გამოწვეული შეიძლება იყოს გადატანილი ემოციური სტრესით, ფსიქიკის დეზორგანიზებით, რომელიც ახლობელი ადამიანის სიკვდილითაა გამოწვეული. სიცილი ერთერთი ფორმაა ახალობელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სტრესის და განცდების დასაფარად და გადასალახად. გასაგებათ, რომ ვთქვა სიცილი ასეთ შემთხვევებში ფსიქიკის დამცავი რეაქციაა სტრესისაგან.


ადამიანები ამ სახით ცდილობენ მოიშორონ სტრესი, ნაღველი და ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი თუნდაც დროებით.


გარდა ამისა სიცილი დაკრძალვაზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული სოციალურ წნეხთან და ნევროზულ მდგომარეობასთან. ასეთ დროს სიცილი ადამიანს საშუალებას აძლევს თავისი ფსიქიკური მდგომარეობა ამ ფორმით დაფაროს და შენიღბოს.


გარდა ამისა არსებობს მეცნიერული შეფასება, რომ სიცილით ადამიანები პატივს მიაგებენ გარდაცვლილს, რომელიც მათი ახლობელი იყო და თამაშობენ როლს, რომელსაც მათ კარნახობს ფსიქიკა, როგორც მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის საშუალებას.


სიცილი ასეთ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს გარდაცვლილის მიმართ უპატივცემლობას.


ზოგადად ისეთი ტიპის ადამიანებისათვის, როგორიც "ვაგნერის" მებრძოლები არიან ტირილი და საზოგადოებაში ცრემლების გამოჩენა სიკვდილის ტოლფასია, ეს ადამიანები მიეჩვივნენ ტრაგიკულ სიტუაციებს, მათი ფსიქიკა მიეჩვია უახლოესი ადამიანების დაკარგვას და მათი ფსიქიკის ერთგვარ დამცავ ფარად იქცა სიცილი, თუნდაც დაკრძალვის დღეს, ოღონდ ეს არაა პანიკური აშლილობით გამოწვეული სიცილი არცერთ შემთხვევაში"წერს ცნობილი ფსიქოლოგი მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე.

მეთაურის დაკრძალვაზე ასეთ მდგომარეობაში დააფიქსირა ფოტოგრაფის კამერამ "ვაგნერის" მებრძოლები.

image



0
254
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
254