x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვერ ვწერ, მრცხვენია ამის თქმის...." - რა პოსტს ავრცელებს ირინა სარიშვილი
image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციას სახელწოდებით "თავისუფლება ლაზარეს" სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ვერ ვწერ "თავისუფლება ლაზარეს", მრცხვენია ამის დაწერის, რადგან მეტს არაფერს ვაკეთებ!

ვერ ვამბობ "მე ვარ ლაზარე", რადგან ლაზარე რომ ვიყო, ან ციხეში უნდა ვიყო ან ციხესთან მაინც! სახლში კომპთან მჯდომს მრცხვენია ამის თქმის, რადგან სანამ ასე ვარ, მე ვერ ვიქნები ლაზარე!

და საერთოდ, სანამ არ გავიღვიძებთ, ყველაფერი სირცხვილია!"- ვკითხულობთ ირინა სარიშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინციდენტი 2021 წელს მოხდა, რომლის დროსაც ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.


მართალია ლაზარე გრიგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მამამისს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ იგი ძალიან ნასვამი იყო და „ბავშვი არაფერ შუაში იყო“. მოსამართლემ ბექა გრიგორიადისი წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.


ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ თბილისში 7-9 მარტს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. მას პოლიციისთვის ქვებისა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ედებოდა ბრალად. 31 მარტს, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
216