ვარსკვლავები ყველაზე უნაკლო ქალები მთელს დედამიწაზე 2012, 7 ოქტომბერი, 21:04 ვინ მოსთვლის რამდენი ლამაზი მანდილოსანი არსებობს დედამიწაზე. მოგეხსენებათ ისინი(ქალები) ყველაზე ლამაზი არსებები არიან და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მართლაც ასეა. გემოვნებაზე არ დაობენო, ამიტომ წარმოგიდგენთ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ქალების სიას.
ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ალესანდრა ამბროსიოს ვთვლი. მისი ღიმილი, ფეხის სიგრძე, თვალის ჭრილი... ჩემთვის სრულყოფილებაა ნამდვილად.
ამ სიაში შედის ასევე ანჯელინა ჯოლი, ამაზე კი ნამდვილად ყველა დამეთანხმება, რომ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მაინც არის. ახლა კი უნდა ვაღიარო რომ ნატალი პორტმანზე ჭკუა მეკეტება. მერე რა, რომ ფეხები "კისრიდან" არ ეწყება? ზოგისთვის უბრალოდ ლამაზი, ზოგისთვის ძალიან სექსუალური, ჩემთვის კი ნამდვილი სრულყოფილებაა. თქვენი აზრით ამ სიაში ჯესიკა ალბა არ უნდა იყოს? რა თქმა უნდა, რომ უნდა იყოს და არის კიდეც. ჩემს ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ქალღმერთი ირინა შეიკი. იგი ყველაფრით უნაკლოა. ყველაზე მაცდური ქალის ტიტულს მივანიჭებდი. ყველაზე შარმიანი პენელოპა კრუზი, ვინმე არ დამეთანხმება? ყველაზე სექსუალური-ლუისიანა ლოპილატო. ხო სწორედ ის პატარა გოგო, რომელსაც "მეამბოხე სულიდან" ვიცნობდით. ამით აქ დავამთავრებ, თუმცა ეს არ არის სრული სია ჩემო მეგობრებო. 13951 24-ს მოსწონს 2-ს არა
|