x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
იმპერატორ ნიკოლოზ პირველს ლოგინში ჩაუწვინა 19 წლის მაიკო ორბელიანი...
1837 წელს თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს ქართველმა არისტოკრატიამ პატივისცემის ნიშნად ლოგინში ჩაუწვინა 19 წლის მაიკო ორბელიანი...
ეს იყო ფიზიკურად დაპყრობილი ქვეყნის სულიერი გაუპატიურების ტრაგიკულად სიმბოლური აქტი.
„ – როგორც ფორთოხალი,
ტკბილი და წვნიანი,
მადისაღმძვრელია ეს ქალი იმგვარად! –
აღმოხდა იმპერატორს. –
უკვეა გვიანია.
გავდივარ. დავისვენებ.
ოთახში მომგვარეთ!“
სურვილი სტუმრისა დარბაზში გაცურდა,
მოევლო ქონგურებს ოქროვან ოვალთა,
ამირანს მათრახად გადაულაწუნდა,
ყურნი კი ბანოვანთა სასმენად მომართა...
სასახლე მეფისნაცვლის
ბრწყინავდა ალმასებად,
ტფილისი – მუსიკის ვნებიან ჰანგებად.
ქართველმა თავადებმა,
ნაქებმა, ლამაზებმა,
დალოცეს, ადიდეს წყალობა განგების!
სხვა მეტი წყალობა რაიღა იქნებოდა:
თვით დიდი ნიკოლოზ პირველი სწვეოდათ
სტუმრად და დიდებულთა მდიდარი ფიქრები,
ლამის კავკასიის მწვერვალებს სწვდებოდა!..
მზერა, რა თქმა უნდა, იგრძნო მაიკომაც
მაღალი სტუმრისა წეღან პირდაპირი,
რომლითაც მრავალი გულ–მკერდი დაიკოდა,
მაგრამ ერთს ხერხავდა სიბასრით ბირდაბირის...
სასწრაფოდ იქავე კრება ჰქმნეს თავადებმა.
მიუდგნენ ორბელიანს გარშემო ყოვლითავე:
– თავადო, ეს არის მეორედ დაბადება,
ყოველგვარ გასაჭირს ერთბაშად მოვითავებთ!..
კეფა მოიფხანა ბატონმა ქაიხოსრომ.
საკუთარ ქალიშვილს გახედა ირიბად.
მარაოს იგრილებდა თითქოს ვინმე სულ სხვა,
ნაწნავებ და მზერადახრილი ტირიფი...
– ფეშქაშ მეფისათვის! – წარმოთქვა თავადმა...
– მადლობა, თავადო! – შეირხა კრებული.
საძინებლისაკენ განელდა ხაბარდა
საიმპერატორო ჟინისთვის ვნებული...
ქალწული ჯერ ოდენ ცხრამეტის იქნებოდა,
მთრთოლვარე, ვითარცა ფოთოლი ქართაგანა...
ბუმბულის ქვეშაგებში როდესაც ინთქმებოდა
შიშველი სხეულები – რომი და კართაგენი!..
ავტორი: მიხეილ ღანიშაშვილიimage
0
790
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0