x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
კოკაინი და სოდომია - რევოლუციამდელი რუსეთის ბინძური გართობები
image


ისტორიის სახელმძღვანელოები და დოკუმენტური ქრონიკები გასული წლების ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ მცდარ წარმოდგენებს გვიქმნის, სწორედ ამიტომ წარსული ეპოქის ადამიანები ჩვენს წარმოდგენაში საოცრად კეთილშობილ და ყოველგვარი თავნებობისა და მანკიერებისგან დაცლილ პერსონებად არიან წარმოდენილი, თუმცა სულ ტყუილად, საკმარისია თანამედროვეთა წერილებსა და დღიურებს გადავხედოთ, რომ ცხადი ხდება რომ ისტორია ბევრ ფაქტს შეგნებულად მალავს.





"სქესის მსახურები"


image

თავდაპირველად, რუსეთში პროსტიტუცია აკრძალული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე ნიკოლოზ I ავიდა, სრულიად ნათელი გახდა, რომ ამ საქმიანობას ვერანარი სასჯელი ვერ შეაჩერებდა, 1843 წელს "სამედიცინო-პოლიციური კომიტეტი" შეიქმნა, რომელსაც ყველა მეძავი უნდა დაერეგისტრირებინა, და ასევე ყველა ბორდელი გაეკონტროლებინა, საკუთარი სხეულით მოვაჭრეებს პასპორტის ნაცვლად "შემცვლელი ბილეთი" ურიგდებოდა, რომელსაც მალევე, მისი ფერის გამო, ხალხმა "ყვითელი ბილეთი" შეარქვა.


image


საინტერესოა, რომ ვიზიტორების მიღება კვირაობით, წირვის დასრულებამდე და წმინდა კვირას იკრძალებოდა, თუმცა ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროსტიტუცია კვლავ აიკრძალა.





მამათმავლობა


image


რუსეთში ერთსქესიანთა სიყვარული დასჯადი მხოლოდ 1866 წლიდან გახდა, მანამდე მათ მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ტოლერანტული იყო. ასე, მაგალითად, პეტერბურგში იმ ადგილების სიაც კი არსებობდა, სადაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირები ერთმანეთს ეცნობოდნენ. მაგალითად, ტაურიდის ბაღში, მეძავ მამაკაცთან შეხვედრაც კი შეიძლებოდა.



image


ასეთი შეხვედრის ადგილები ქალაქის აბანოებშიც არსებობდა, სადაც მსურველებს მომსახურე პერსონალთან განმარტოება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლო.





ნარკოტიკები


image


ნარკოტიკები ძირითადად განკუთვნილი მდიდარი და შეძლებული ადამიანებისთვის იყო. თავიდან ბოჰემა თავს ოპიუმით ინებივრებდა, თუმცა შემდეგ დასავლეთიდან მორფინიც შემოვიდა, რომელიც ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ იყიდებოდა, ხოლო მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენებოდა, ნარკოტიკული საშუალებების მრავალფეროვნების მიუხედავად რუსეთში ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად მაინც კოკაინი ითვლებოდა. თავდაპირველად ის ნევროზების, სიფილისის, ალკოჰოლიზმისა და მორფინის დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.











0
637
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
637