სხვა კოკაინი და სოდომია - რევოლუციამდელი რუსეთის ბინძური გართობები 2023, 30 სექტემბერი, 9:10 ისტორიის სახელმძღვანელოები და დოკუმენტური ქრონიკები გასული წლების ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ მცდარ წარმოდგენებს გვიქმნის, სწორედ ამიტომ წარსული ეპოქის ადამიანები ჩვენს წარმოდგენაში საოცრად კეთილშობილ და ყოველგვარი თავნებობისა და მანკიერებისგან დაცლილ პერსონებად არიან წარმოდენილი, თუმცა სულ ტყუილად, საკმარისია თანამედროვეთა წერილებსა და დღიურებს გადავხედოთ, რომ ცხადი ხდება რომ ისტორია ბევრ ფაქტს შეგნებულად მალავს."სქესის მსახურები"
თავდაპირველად, რუსეთში პროსტიტუცია აკრძალული იყო, თუმცა მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე ნიკოლოზ I ავიდა, სრულიად ნათელი გახდა, რომ ამ საქმიანობას ვერანარი სასჯელი ვერ შეაჩერებდა, 1843 წელს "სამედიცინო-პოლიციური კომიტეტი" შეიქმნა, რომელსაც ყველა მეძავი უნდა დაერეგისტრირებინა, და ასევე ყველა ბორდელი გაეკონტროლებინა, საკუთარი სხეულით მოვაჭრეებს პასპორტის ნაცვლად "შემცვლელი ბილეთი" ურიგდებოდა, რომელსაც მალევე, მისი ფერის გამო, ხალხმა "ყვითელი ბილეთი" შეარქვა.საინტერესოა, რომ ვიზიტორების მიღება კვირაობით, წირვის დასრულებამდე და წმინდა კვირას იკრძალებოდა, თუმცა ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროსტიტუცია კვლავ აიკრძალა.მამათმავლობარუსეთში ერთსქესიანთა სიყვარული დასჯადი მხოლოდ 1866 წლიდან გახდა, მანამდე მათ მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ ტოლერანტული იყო. ასე, მაგალითად, პეტერბურგში იმ ადგილების სიაც კი არსებობდა, სადაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირები ერთმანეთს ეცნობოდნენ. მაგალითად, ტაურიდის ბაღში, მეძავ მამაკაცთან შეხვედრაც კი შეიძლებოდა.ასეთი შეხვედრის ადგილები ქალაქის აბანოებშიც არსებობდა, სადაც მსურველებს მომსახურე პერსონალთან განმარტოება და დროის სასიამოვნოდ გატარება შეეძლო.ნარკოტიკებინარკოტიკები ძირითადად განკუთვნილი მდიდარი და შეძლებული ადამიანებისთვის იყო. თავიდან ბოჰემა თავს ოპიუმით ინებივრებდა, თუმცა შემდეგ დასავლეთიდან მორფინიც შემოვიდა, რომელიც ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ იყიდებოდა, ხოლო მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენებოდა, ნარკოტიკული საშუალებების მრავალფეროვნების მიუხედავად რუსეთში ყველაზე პოპულარულ ნარკოტიკად მაინც კოკაინი ითვლებოდა. თავდაპირველად ის ნევროზების, სიფილისის, ალკოჰოლიზმისა და მორფინის დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.660 შეფასება არ არის |