x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე უცნაური წიგნი მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ

ხელნაწერის ისტორიის მანძილზე მრავალი დაიწერა. მათგან კი უცნაური წიგნები გამოირჩევიან. ზოგი მათგანი არაჩვეულებრივი ილუსტრაციებითაა სავსე, ზოგი კი მრავალი საუკუნის განმავლობაში წაუკითხავი რჩება მეცნიერებისათვის უცნობი ენის გამო. წარმოგიდგენთ 10 ძალიან უცნაურ წიგნს, რომლებიც საზოგადოებას სწორედ თავისი იდუმალებით იზიდავს:image

1. სოიგას წიგნი


შუა საუკუნეებში მათემატიკოსს ჯონ დის ინგლისში უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ამ ბიბლიოთეკაში არსებულ მრავალ პუბლიკაციას შორის იყო ერთი უცნაური ეგზემპლარი, რომლის წაკითხვაც კი თავად მესაკუთრემ ვერ შეძლო. წიგნის სიუჟეტი ძალიან უცნაურ დიალექტზეა, მაგრამ მეცნიერმა, სავარაუდოდ, შეძლო მისი გაშიფვრა.

მას შემდეგ, რაც მეცნიერი ეზოთერმიზით დაინტერესდა, ჩათვალა, რომ წიგნში მოცემული იყო სხვადასხვა მაგიური შელოცვა, ასევე ასტროლოგიისა და დემონოლოგიის საკითხები. აი ბოლო ფურცლები კი ვერაფრით ამოხსნა. ლეგენდის თანახმად, დასახმარებლად მათემატიკოსმა ანგელოზი მოიწვია, რომელმაც უთხრა, რომ წიგნი უჩვეულო იყო იმის გამო, რომ ის ედემის ბაღში დაიწერა და თვით ადამს ეკუთვნის, მისი წაკითხვა კი მხოლოდ მთავარანგელოზ მიქაელს შეუძლია. მართალია ეს თუ არა, არავინ იცის.image

2. ვივიენის გოგონების ისტორია


მორცხვი და შეუმჩნეველი მამაკაცი ნახევარი საუკუნის განმავლობაში დამლაგებლად მუშაობდა ჩიკაგოში და მისი პიროვნებით არავინ დაინტერესებულა, სანამ მისი გარდაცვალების შემდეგ, ბინის მეპატრონემ სადაც მამაკაცი 40 წლის მანძილზე ცხოვრობდა, უცნაური ხელნაწერი არ იპოვა. ხელნაწერ წიგნს 15 000 გვერდი და რამდენიმე ასეული ილუსტრაცია აქვს, ზოგიერთი მათგანის სიგანე რამდენიმე მეტრია. წიგნის სიუჟეტი საკმაოდ დამაბნეველია: იგი მოგვითხრობს გოგონების თავგადასავალს არარეალურ ქვეყანაში და მონა ბავშვების აჯანყებაზე. რამდენი წელი გაატარა დამლაგებელმა ამ ტრაქტატის დაწერაზე, ჯერ უცნობია.imageimage


3. მენდოსას კოდექსი


როდესაც ესპანელებმა მექსიკა დაიპყრეს, მათთვის ძალზე ძნელი იყო საერთო ენის პოვნა მშობლიურ მოსახლეობასთან - აცტეკებთან. მათი კულტურები რადიკალურად განსხვავდებოდა და ერთმანეთის არ ესმოდათ. შემდეგ კი ანტონიო დე მენდოსამ, რომელიც ესპანეთის მეფემ ესპანეთის ახალი სამფლობელოების გამგებლად დანიშნა, გამოსცა ბრძანებულება კოდების შექმნის შესახებ - ყველა დოკუმენტი ინახებოდა ორ ენაზე: ფურცლის მარცხენა მხარეს, ტექსტი ეწერა ინდურ ენაზე, მარჯვენა მხარეს - ესპანურად.imageimage

4. სერაფინის კოდექსი


ეს უჩვეულო წიგნი დაწერილია სრულიად უცხო ენაზე და შეიცავს მიწიერი ცხოვრებისგან შორს მყოფ ცხოვრების ილუსტრაციებს. მის გვერდებზე გამოსახულია მეცნიერებისთვის უცნობი ცხოველები და მცენარეები, ასევე მოქმედებები, რომლებიც არარეალურია ჩვენს პლანეტაზე. რაზეა საუბარი ამ წიგნში, რისი თქმაც უნდოდა ავტორს თავისი ნახატებით, ჯერ გაურკვეველია.imageimageimage

5. როჰონცის კოდექსი


ამ წიგნის შინაარსიც დღემდე საიდუმლოდ რჩება. იგი უნგრეთის ბიბლიოთეკას აჩუქეს გასულ საუკუნეში, მაგრამ მისი წაკითხვა ვერ შეძლეს. ამ წიგნის გვერდებზე მოცემული სიმბოლოები ან ასოები არ შეესაბამება მსოფლიოში არსებულ რომელიმე ანბანს.imageimage

6. რიპლის გრაგნილები


ეს ტრაქტატი იყო ნიუტონის საყვარელი წიგნი ალქიმიით გატაცების პერიოდში. შუა საუკუნეებში დაწერილი, იგი ალეგორიის სახით აღწერს ფილოსოფოსის ქვის შექმნის პროცესს.image

7. მაიას ტომის ბიბლია- პოპოლ ვუჰი


ეს მაიას ტომის წმინდა წიგნია. იგი აღწერს ყველა ბუნებრივ მოვლენას დედამიწაზე სიცოცხლის გამოჩენამდე წიგნის დაწერის მომენტამდე, როგორც მაიას ეს ესმოდა. ეს დოკუმენტი გამოაქვეყნა ესპანურად დომინიკელმა მისიონერმა.image

8. წინასწარმეტყველების და ნიშნების ქრონიკები- ლიკოსტენი


ფრანგი ლიკოსტენის მიერ დაწერილი ეს წიგნი აღწერს და განმარტავს ადამისა და ევას დროიდან დედამიწაზე მომხდარ ყველა კატასტროფას. მასში დეტალურად არის აღწერილი ყველა წყალდიდობა და მიწისძვრა, რაც ჩვენს პლანეტაზე მოხდა, ყველა უცნობი ურჩხული და უცხოპლანეტელები, ასევე ბიბლიური თემები. დღეს ამ წიგნის ასლი ათობით ათასი დოლარი ღირს.image

9. სმიტფილდის ბრძანებები

ეს წიგნი შუა საუკუნეების ტრადიციული წესებია, რომელიც დაწერილია იმ დროის პაპის მიერ. გარდა იმისა, რომ მდიდრულად არის ილუსტრირებული და დაწერილი კალიგრაფიული ხელწერით (რაც მას უკვე წარმოუდგენლად აძვირებს), ეს წიგნი შეიცავს ნახატებს, რომლებიც არ არის დამახასიათებელი რელიგიური ტექსტებისთვის. მის გვერდებზე უამრავი ძალადობის სცენაა, სადაც უზარმაზარმა კურდღლებმა ადამიანებს თავები მოაჭრეს, იხვები მგელს კლავენ და ა.შ.imageimage

10. ცეკვის გაკვეთილები უფროსი და მოწინავე სტუდენტებისათვის


ეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ჩეხი მწერლის მიერ მე -20 საუკუნის შუა ხანებში დაიწერა, მკითხველს მოგვითხრობს მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ქუჩაში სხვადასხვა ქალბატონებთან მიდიოდა და საკუთარი ცხოვრების შესახებ უყვებოდა. არაფრით გამორჩეული სიუჟეტი აქვს. არაჩვეულებრივი ის არის, რომ მთელი წიგნი (რაც ას გვერდზე მეტია) დაწერილია ერთ წინადადებაში.image











0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0