x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვულგარულობის ზღვარზე": ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი "ში#ველი" კაბებით ყველა შოკში ჩააგდეს

image


ჰოლივუდის ცნობილი სახეები თავიანთ გარეგნობას და ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ვინაიდან მათი პოპულარობა სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ლამაზად, მოდურად, ჰარმონიულად და სექსუალურად გამოიყურებიან ისინი. სელებრითები საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასასმელად ხშირად მნიშნელოვანი ღონისძიებებისთვის თამამ და გამჭირვალე სამოსს ირჩევენ, რაც მათ საზოგადოების თვალში კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის. თქვენ წინაშეა ვულგარულობის ზღვარზე მყოფი ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთი "შიშველი" კაბებით ყველა შოკში ჩააგდეს.





რიტა ორა

image

მომღერალი პუბლიკის წინაშე გაშიშვლებას არ ერიდება. როგორც ჩანს, მთავარი რაც მომღერალს საკუთარ ჩაცმულობაში აღელვებს არის ის, რომ ყოველთვის დასამახსოვრებლად და ეპატაჟურად გამოიყურებოდეს.




ელ ფენინგი

image


ახალგაზრდა მსახიობის ერთ-ერთმა ბოლო გამოჩენამ კანში მის თაყვანისმცემლებს გული აუჩქარა. საქმე კი "პაკო რაბანის" კაბის ზედა ნაწილის არქონაში მდგომარეობდა, სადაც გოგონას "ღირსებებს" მხოლოდ უპრეტენზიო ყვავილები უფარავდა. როგორც ჩანს, გაზრდილმა ფენინგმა, უპირატეობის მინიჭება სულ უფრო თამამი სამოსისთვის დაიწყო, რაც სხვათა შორის, მას ძალიან უხდება.




ენ ჰეთეუეი

image


ბოლო პერიოდში ამერიკელი მსახიობი უპირატესობას სულ უფრო ხშირად ანიჭებს მგრძნობიარე და თამამ სამოსს, და უნდა ითქვას რომ ენი სექსუალობის ზომიერებასთან შერწყმას საკმაოდ ჰარმონიულად ახერხებს. ტყავმა, მინიმ და ბადისებრმა კაბებმა მსახიობის იმიჯს სრულიად ახლებური და სექსუალური იერი შესძინა.





ბელა ჰადიდი

image


მოდელი ეპატაჟური სამოსის დიდი მოყვარული არ გახლავთ. როგორც თავად გოგონა აღიარებს, მას უყვარს კომფორტული, ტანზე მომდგარი სამოსი, თუმცა საზოგადოება და პოპულარობა პერიოდულად მისგან ეპატაჟსაც მოითხოვს, ამიტომ ის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასასწრებად უპირატესობას ყოველთვის პროვოკაციულ და გამომწვევ სამოსს ანიჭებს.




მეგან ფოქსი

image


მსახიობი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაცდუნებელ ქალად არაერთხელ იქნა აღიარებული. მან აღნიშნული ტიტული მათ შორის თამამი სამოსის სიყვარულის გამოც დაიმსახურა. "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი ტყავის, ლატექსის, კორსეტის, ღრმა ჭრილისა და დეკოლტის დიდი მოყვარული გახლავთ, და თუ მისი ჩაცმულობის მიხედვით ვიმსჯელებთ, თამამი სამოსისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარული გასაკვირი სულაც არ არის.




ჰეილი ბიბერი

image


გამჭვირვალე კაბებისა და მოკლე ქვედაბოლოების მოყვარული ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება, მაშინაც კი თუ მოდელის "ლუქები" მეტისმეტად თამამია. ფერთა გამის, ნაჭრებისა თუ აქსესუარების არჩევა მან ისე იცის როგორც ნამდვილმა სტილისტმა. ჰაილის ჩაცმულობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ის ვულგარულია, მაგრამ აი, თამამი და სექსუალური კი, ნამდვილად არის.



ზენდაია

image


ზენდაიას ყოველი გამოჩენა - ერთი შოუა. ეფექტური გარეგნობის მქონე ნიჭიერი მსახიობი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ყოველთვის თამამ ჭრილიან და ღრმა დეკოლტიან კაბებს ირჩევს, ზენდაიას "ლუქები" ელეგანტურობით, ჰარმონიულობითა და პიკანტურობით გამოირჩევა.




ჰაიდი კლუმი

image


ყოფილ მოდელს წელს 50 წელი შეუსრულდა, თუმცა ლამაზმანი თამამ სამოსზე უარის თქმას არც კი ფიქრობს. ყოფილი სუპერმოდელი საკუთარ თავს დიდ დროს უთმობს, ის აქტიურად არის დაკავებული სპორტით და კვების რაციონსაც დიდ ყურადღებას აქცევს, ამიტომაც თავს საკუთარი შრომის შედეგის დემონსტრირების უფლებასაც აძლევს.











0
647
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
647