x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან, რომლის აფიშირება მას არასოდეს მოუხდენია

სტალინის ბიოგრაფია თუ წაკითხული არა გაქვთ, შეიძლება, ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ, ისეთი ფაქტების შესახებ არ იცოდეთ, რომელიც სხვა წყაროებში, არც თავად ბელადის და არც ისტორიკოსების მიერ, აფიშირებული არ არის. მაგ., იცოდით, რომ სტალინი პროფესიით, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო?


image


თუმცა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. 1879 წ. გორში, როგორც თავად ამბობდა, – "დაბალი ფენის ქართულ ოჯახში" დაიბადა. მისი მშობლები გლეხები იყვნენ, ხოლო მამა, პარალელურად ფეხსაცმლის შეკეთება–შეკერვითაც იყო დაკავებული. მომავალი ბელადი მესამე შვილი იყო ოჯახში. მაგრამ, მისი და–ძმა, ავადმყოფობის გამო, ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში დაიღუპნენ. ამასთან, თავად სტალინიც, საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვი იყო და ხშირად ავადმყოფობდა.


სტალინის მამას სმა უყვარდა და ნასვამ მდგომარეობაში, ცოლ–შვილზე ფიზიკურად, ხშირად ძალადობდა. ბოლოს, მან ოჯახის დატოვების და სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და თან ვაჟის წაყვანასაც აპირებდა. მაგრამ, გარდაიცვალა...


ექვსი წლის ასაკში სტალინი მძიმედ დაშავდა, რის გამოც, მას მარცხენა ხელის ბოლომდე გაშლის საშუალება შეეზღუდა. მაგრამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის თავის ნაკლს ოსტატურად, ჩიბუხის ხელში ჭერით ნიღბავდა.


მამის გარდაცვალების შემდეგ, იოსებზე მხოლოდ დედა ზრუნავდა და ნებისმიერი სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, მისი სირთულის მიუხედავად. ის ყოველთვის ოცნებობდა, რომ მისი შვილი მღვდელი გამხდარიყო და ამიტომ, ის მართლმადიდებლურ სკოლაში შეიყვანა, სადაც მომავალი ბელადი ძალიან კარგად სწავლობდა.


სტალინი, ახალგაზრდობაში, მღვდლობაზე სერიოზულად ფიქრობდა და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. მაგრამ, იმ დროს პოპულარული მარქსიზმის თეორიების გაცნობის შემდეგ, მისი ცხოვრება და სამომავლო გეგმები, რადიკალურად შეიცვალა. შედეგად, მან სემინარიაში სიარული შეწყვიტა და სასწავლებლიდან, დაუსწრებლობის გამო გარიცხეს. თუმცა, პროფესიის გარეშე არ დაუტოვებიათ და სერტიფიკატი მისცეს, რომელიც მას დაწყებით სკოლაში სწავლების უფლებას აძლევდა.


სემინარიის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, თბილისის მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში, მეტეოროლოგად მუშაობდა. ის ნალექების რაოდენობას აღრიცხავდა.


ახალგაზრდა სტალინმა, სოსელოს ფსევდონიმით, საკუთარი ლექსების კრებული გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აღიარება მოიპოვა. ერთ–ერთი ლექსი დედაენაშიც კი შეიტანეს, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ლექსის წიგნიდან ამოღება მოითხოვა, რომ ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს მან ლექსის გამოქვეყნება სპეციალურად მოითხოვა.


ვიდრე სტალინის ფსევდონიმს აიღებდა, მან გვარი რამდენჯერმე შეიცვალა – ის სტეფინი, სოლინი და სალინი იყო. ბოლოს კი, "სტალინის" ვერსიაზე შეჩერდა.


სტალინს 2 ცოლი ჰყავდა. პირველი, რომლის შესახებაც პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, კატო სვანიძე იყო. სწორედ მასთან შეეძინა სტალინს ვაჟი იაკობი. კატო ტიფით გარდაიცვალა. სტალინმა მისი სიკვდილი მძიმედ გადაიტანა. მას ამის გამო, გონებაც კი დაებინდა და გარკვეული პერიოდის მანძილზე, მკურნალობდა კიდეც. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, შვილი აღსაზრდელად, დედას მიაბარა. მისი მეორე ცოლი სვეტლანა ალილუევა იყო, რომელმაც როგორც ცნობილია, თავი მოიკლა.


სტალინს წიგნების კითხვა ძალიან უყვარდა და ყოველდღიურად, 150–300 გვერდს კითხულობდა. ამასთან, მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას კი არა, ისეთ წიგნებსაც ეცნობოდა, როგორიც, მაგ., "შავი მეტალურგიის სახელმძღვანელო", ან "ელექტროტექნიკის საფუძვლები" იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, დარჩა ბიბლიოთეკა, რომელშიც 20 ათასზე მეტი წიგნი იყო და ეს მხოლოდ ის წიგნები, რომლის შენახვა სტალინმა საჭიროდ ჩათვალა, ანუ მას ყველა წიგნი წაკითხული ჰქონდა და ისეთი წიგნებიც იყო, რომელიც წაიკითხა და შენახვის "ღირსად" არ ჩათვალა.


სტალინი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი პიროვნება იყო, მომსახურე პერსონალს ძალიან ყურადღებით ეკიდებოდა. მათ, ერთობლივი ტრაპეზისთვის, საკუთარ სუფრასთან ხშირად იწვევდა.


სტალინი, პოლიტიკური მიზეზების გამო, რამდენჯერმე გაიქცა ციხიდან. ერთ–ერთი დევნილობის დროს, ის დროებით, ვენაში ცხოვრობდა. სწორედ იმ პერიოდში, ვენაში ადოლფ ჰიტლერიც ცხოვრობდა, რომელიც მაშინ, დამწყები პოლიტიკოსიც კი არ იყო...


image

არხის სხვა სიახლეები:


* "სტალინი მოულოდნელად გონს მოვიდა და ხრიალი დაიწყო... ხრუშჩოვი კი დაიხარა და დახრჩობა დაუწყო"

* 10 გამოგონება, რომელიც წარსულში პროგრესად ითვლებოდა, დღეს კი მეტად უცნაურად გამოიყურება

* 20 ფოტო ფოტოშოპამდე და რედაქტირების შემდეგ

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
904
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
904
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0