x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ჩემი გოჭი, ჩემი გოჭი..."-ხატია ბუნიათიშვილი შვილთან ერთად უსაყვარლეს ვიდეოს ავრცელებს
image

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ბავშვთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.


როგორც ცნობილია ხატია ბუნიათიშვილი დედა რამდენიმე თვის წინ გახდა.


ხატიამ გოგონას შარლოტა დაარქვა. ბავშვის მამის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.



ბავშვთან ერთად გადაღებული უსაყვარლეს ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:


„დედა, რა საყვარელი ხართ“.


„ყველაზე მაგარი ქალი და დედა. როგორ მიხარია ასეთ შემდგარ ქართველ ქალებს რომ ვხედავ და მათი ქართველობით მე ვამაყობ აქ, „საცხა" საქართველოდან“.


„როგორი თბილი ვიდეოა“


"სამაყო ქართველი ქალი"


"გაგაძლიეროს უფალმა საყვარელო !!"


"ჩვენი სიამაყე ხატია" -წერენ კომენტარებში.


ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა თბილისში 1987 წელს, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2004 წელს(საფორტეპიანო).


სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში"(პედაგოგი ე. ქირია); იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (პედაგოგი ო. მაიზენბერგი); 1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში; მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი–ჰოლინ(ნიუ–იორკი), შანზ–ელიზეს თეატრი(პარიზი), ლუვრის აუდიტორიუმი, მუსიკის ნორმალური სკოლა(École normale de musique de Paris), გავოს დარბაზი, ვენის კონცერტჰაუსი და დარბაზი "Musikverein", მონაკოს ოპერა, სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი დარბაზი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი; ის არის მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე; აღიარებულია ლისტის ნაწარმოებთა საუკეთესო შემსრულებლად; თანამშრომლობს: მ. არგერიხი, გ. კრემერი, ნ. ფრიერი, პ. დომინგო, მ. მაისკი; გასტროლებით მოგზაურობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: საფრანგეთი, ისრაელი, ევროპა, აშშ; ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში, პარიზში;

1
169
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
169
  
2023, 27 სექტემბერი, 17:34
დედას და ბავშვს ჯამთელობა და წარმატებები. მამა უცნობიაო, ვინც გინდა იყოს ოღონდ მიხუოლო სუკიასაიანი არა რა.
0 1 1