სხვა 10 შოკისმომგვრელი ფოტომტკიცებულება იმისა, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი ინდოეთი - ეს თქვენ კინო არ გეგონოთ! 2023, 27 სექტემბერი, 13:20 ბევრისთვის ინდოეთი იდუმალი ქვეყანაა, ადგილი, სადაც შეიძლება "საკუთარი თავის" პოვნა და სულიერი სიმშვიდის მოპოვება, მაგრამ სინამდვილეში, როცა აქ მოდიხარ, ხვდები, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ინდოეთი საოცარი ქვეყანაა თავისი ეროვნული კოლორიტითა და უჩვეულო ტრადიციებით. სწორედ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მსოფლიოში ყველაზე ცხარე სანელებლები, მოინახულოთ ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილები და დატკბეთ გარშემო არსებული ხასხასა, საოცარი ფერების პალიტრით, თუმცა სწორედ აქვე შეეჩეხებით გამეფებულ შიმშილს, სიღარიბესა და ყველა გარემოსდაცვითი სტანდარტის სრულ უგულებელყოფას.ბევრს დელიში ან მუმბაიში ცხოვრება სურს, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ მხოლოდ 2017 წელს საკუთარი ქვეყანა 17 მილიონზე მეტმა ინდოელმა დატოვა! ინდოეთი იმ სწრაფგანვითარებად ქვეყნებს შორის არის, რომლითაც ქვეყნის ხელისუფლება ასე ამაყობს, თუმცა მისი მოწინავე პოზიციების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა მაინც საშინელ სოციალურ პირობებსა და ცხოვრების საკმაოდ დაბალ საფეხურზე იმყოფება.ინდოელების ნახევარზე მეტს ყოველდღიურად, ცხოვრება სრულ სიღატაკეში, შიმშილსა და ანტისანიტარიაში უწევს. ქვემოთ წარმოდგენილ კადრებში აღბეჭდილია ის, რასაც ვერც ბოლივუდურ ფილმებში, ვერც მუსიკალურ ვიდეორგოლებსა და მით უმეტეს, ვერც "ინსტაგრამის" ლამაზ ფოტოებზე შეხვდებით. აი, ასე გამოიყურება რეალური ინდოეთი ყოველგვარი შელამაზების გარეშე.აი, ასე პირდაპირ ქუჩაში....საუკეთესო დაცვალუკმა - პურის საშოვნელად ინდოელები მზად არიან ყველანაირი სამუშაოს შესასრულებლად, თუნდაც ყველაზე სახიფათოსთვისაცკომენტარის გარეშეადამიანებს ცხოვრება სავალალო პირობებში უწევთ698 შეფასება არ არის |