x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კახელებო, გაიგონეთ? კილოზე 30 თეთრი მაიკელით და უკრაინას გადაურიცხეთო, ძალიან უჭირსო"-გელა ზედელაშვილი

imageგელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდის "ანტირუსული პლატფორმას" განცხადებას ეხმაურება და წერს:


"თქვენი ყველაყისამ!
კახელებო, გაიგონეთ?
კილოზე 30 თეთრი მაიკელით და უკრაინას გადაურიცხეთო, ძალიან უჭირსო... აკი არ უჭირს და ომს იგებს, დღე-დღეზე წითელ მოედანზე იქნებაო?
არა, განა რამე? განა 30 თეთრზეა ლაპარაკი? განა კახელებისთვის 30 ან 50 თეთრი რამეა? არც 80 და 90 თეთრია რამე, ეგენი რო წესიერად იქცეოდნენ, სუ იქ გადავრიცხავდით, მაგრამ რათა?
ეგე, ბოლოს იგრე გაბრიყვდნენ, გამარჯობასაც აღარ ამბობენ, თუ სადმე გადაგვეყარნენ, ტრაკებს გვიშვერენ!
ვნახე ის ვიდეო, ჩვენებურ მოციგურავეებს გამარჯვება რომ არ მიულოცეს, ხელის არ ჩამოართვეს, არ იკადრეს... ღლაპებსაც კი ეწყინათ, მეორე ფრონტი რომ არ გავუხსენით და მსხვერპლში არ შევეხიდეთ... პირველად გავიგე, ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას სთხოვდეს, გვამების ამბავში შემეშველეო. ეგეთი იდიოტობა დედამიწის ისტორიას არ ახსოვს!
ომი ხეირიანად არც ჰქონდათ დაწყებული, ელჩი გაიწვიეს და რაღა არ დაგვაბრალეს.
ჩვენ კიდე პატიოსნად შევწუხდით, გავისარჯეთ, ბიუჯეტზე ხელი გავიკარით, მოყვრულად დავხვდით, სკოლები გავუხსენით, უფასოდ მოვემსახურეთ, ზედ გადავყევით და ბოლოს იმ დონეზე გაბრიყვდნენ, აქეთ ზემოდან დაიწყეს ყურება, რაღაცების დავალდებულება.
რაც მთავარია, ერთს არ წამოსცდენია მადლობა, ერთს არ გამოუხატავს მადლიერება!
ბოლოს იქამდე მივიდნენ, “ნაცების'' აქციებზე დაიწყეს სირბილი და აქედან მოუნდათ პუტინის დამარცხება... თან ჩვენ ხელისუფლებასაც ერჩიან.
ამდენი დეზერტირისა და თავხედის გრიალი კიდე ხო ცალკე თემაა!
სხედან რუსებთან ერთად და გაუდით “ტანცი-მანცი'', აღარც სირცხვილი, აღარც ნამუსი, აღარც არაფერი, მიდი-მოვდივააააარ!
ჰოდა... ახლა კილო ყურძენზე მოუნდათ 30 თეთრი.
არა, მეტი არ უნდათ, თავმდაბალი ხალხია, 50-ზე ყაბულს არ არიან, თქვენც ხო რაღაცა უნდა დაგრჩეთო?
კახეთში რაიკომის ერთ მდივანზე იტყვიან ხოლმე... ახლად რო დანიშნეს, მეღვინეებმა მოილაპარაკეს - მოდით, იმანოვიჩს პატივი ვცეთ, საჩუქარი გავუკეთოთო. ერთმა მეღვინემ ითავა, 25 ათასი მანეთი ააგროვა, კაბინეტში შეუტანა, უჯრაში ჩაუგდო და... ეს ჩვენგანო.
რაიკომის მდივანი თურმე წამოხტა, რამდენიაო?
ამან უთხრა, რამდენიც იყო.
არა, როგორ გეკადრებათ, მე ერთი პატარა კაცი ვარ, ამდენი რათ მინდა, წელს რაიონში რაც მოიკრიფა, ტონაზე 3 მანეთი მეყოფაო.
წამოვიდა მეღვინე გახარებული, ძაან არიფი ვიღაცა დაუნიშნავთო. მივიდა კოლეგებთან, დასხდნენ, იანგარიშეს, გაჰკრეს-გამოჰკრეს “ჩოთქსა'' და 150 ათასი მანეთი გაუხდათ მისატანი. იმ წელიწადს იმ რაიონში 50 ათასი ტონა “მაიკრიფა''.
იყო ეგეთი დროც... ხან ყურძნის კრეფა მთავრდებოდა, მაგრამ მარნებში რთველი გრძელდებოდა.
????
ახლა ესენიც ეგრე მსჯელობენ - კილოზე 30 თეთრი გვეყოფა, მეტი არ გვინდაო... თან მარტო რქაწითელიდანო. კი, მაგრამ საფერავმა და მანავის მწვანემ რაღა დააშავა?!"-წერს გელა ზედელაშვილი.
"ანტირუსული პლატფორმა" ასეთი რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა და დიდი ალბათობით, ეს ფეისბუქჯგუფი პირიქით პრორუსულია, სახელი რომელიც აშკარად ცდილობს გაღიზიანება გამოიწვიოს საზოგადოებაში, ასე რომ გელა ზედელაშვილიც ტყუილიად ნერვიულობს.
0
338
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0