საზოგადოება „ვოცნებობ, ცოლად როდის მომიყვან – „ოცნება“ დასავლეთს... მოგიყვან, თუ საყვარელთან ურთიერთობას გაწყვეტ – დასავლეთი „ოცნებას“ - გია ხუხაშვილი 2023, 25 სექტემბერი, 20:52
.
ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე მოკლე პოსტის სახით მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
,
„- ვოცნებობ, ცოლად როდის მომიყვან – ოცნება დასავლეთს. – მოგიყვან, თუ საყვარელთან ურთიერთობას გაწყვეტ – დასავლეთი ოცნებას. . – შენ არავინ გეკითხება, ლოგინში ვისთან ჩავწვები. მხოლოდ შენი „ქსივა“ და ქონება მჭირდება..“ - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი... . ხუხაშვილი ასევე ეხება ფარცხალაძის თემასაც: . აი ეს კიდევ რა “არგუმენტი” მოიფიქრეს - თურმე ქართული პასპორტით ფარცხალაძე ევროპაში წავა.
ჩვენ არ ვართ იდიოტები და მშვენივრად გვესმის, რომ:
.
1. ფარცხალაძისთვის ახლა ევროპაში გადაადგილება “სიკვდილის” ტოლფასია. (ნეტა წავიდეს)
2. თუ სუს-მა ის ქართული პასპორტით საზღვარზე გაატარა, ეს უკვე სუს-ის უმძიმესი დანაშაული იქნება მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე.
თუ რამის მოთხოვნა გინდათ, მოთხოვეთ სუს-ს ფარცხალაძისთვის საზღვრის კვეთის შეზღუდვა გამოძიების დასრულებამდე და ამ უაზრო “არგუმენტებით” ნუ გვკვებავთ…
.
212 შეფასება არ არის
|