1.როდესაც პაბლო პიკასო
დაიბადა, ბებიაქალმა ის მკვდრად ჩათვალა.ის ცოცხლად დამარხვას საკუთარმა ბიძამ გადაარჩინა, რომელმაც, სიგარის
მოწევისას, მაგიდაზე მიწვენილ ბავშვს კვამლი პირდაპირ სახეში შეაბოლა, რის შემდეგაც ჩვილი
ატირდა.ასე რომ, შეიძლება ითქვას, პიკასო სიკვდილს მოწევამ გადაარჩინა:))
2. ახალგაზრდობის
პერიოდში პიკასო იმდენად ღარიბი იყო, რომ შეშის მაგივრად საკუთარ ნახატებს წვავდა გასათბობად.
3.ვან გოგის ბიოგრაფის, გერმანელი
მეიერ-გრეფეს მიერ გამოგონილი ლეგენდის მიხედვით, მხატვარმა მთელი ცხოვრების მანძილზე
მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა.სინადვილეში კი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ეს რიცხვი
14-ს აღწევს.თავდაპირველად კი ვან გოგი ხელოვნების ნიმუშების პროფესიონალი გამყიდველი
იყო და ფერწერული სტილის შერჩევისას გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ნახატები, რომლებიც საშუალო კლასის წარმომადგენელთა სახლების ინტერიერის
დაამშვენებდნენ.
4.ჩუპა-ჩუპსის ემბლემა, გვირილით, სალვადორ
დალის შექმნილია.
5.სინამდვილეში ვან გოგმა
მოიჭრა არა მთლიანად ყური, არამედ მხოლოდ ყურის ბიბილოს ნაწილი.
6.სალვადორ დალი ხშრად
იძინებდა კოვზით ხელში, იატაკზე კი თეფშს ტოვებდა.ჩაძინებისას როცა ხელი დუნდებოდა, კოვზი
ხმაურით ეცემოდა თეფშს და მხატვარს ეღვიძებოდა.დალი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ სიზმარში
ნანახი ახალი იდეები გათენებამდე არ დავიწყებოდა.
7.ფრანგი მხატვარი ანრი
რუსო, რომელიც განთქმულია ჯუნგლების ეგზოტიკური სცენების პეიზაჟებით, სინამდვილეში არასდროს
ყოფილა პარიზის საზღვრებს გარეთ.
8.უოლტ დისნეიმ თავდაპირველად
ხატვა დაიწყო თმის უფასოდ შეჭრის სანაცვლოდ.
9.ლეონარდო და ვინჩი ხშირად
კვეთდა გვამებს, რათა კუნთების განლაგება ზუსტად შეესწავლა და ასეთივე სიზუსტით გადმოეტანა
თავის ნამუშევრებში.
10.და ვინჩმა „მონა ლიზას“
ტუჩების დახატვას თითქმის 12 წელიწადი მოანდომა.
11.იმპრესიონისტი ედგარ
დეგა იმდენად იყო გატაცებული ბალერინებით, რომ მათი ხატვა მისთვის უკვე ავადმყოფურ მოთხოვნილებად
იქცა.მას დაახლოებით 1500 ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომლებშიც ბალერინებია გამოსახული.
12.ამადეო მოდილიანი ხშირად
აბსენტით სავსე ბოთლს მიღმა უყურებდა მის გარშემო არსებულ საგნებს და ადამიანებს.შესაძლოა,
სწორედ აქედან წარმოიშვა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილიც: არათანაბარი პროპორციები, გედისებური
კისერი, დახრილი, ვიწრო მხრები, აპრეხილი ცხვირი, თხელი ტუჩები და ნუშისებური თვალები გუგების
გარეშე...
საინტერესოა.
აი ესაა.
http://intermedia.ge/vid/33566-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-Destino/