მსოფლიო "ეს სენატორი საქართველოს დემოკრატიას იწუნებდა, თურმე საქართველოში უკუსვლაა. მექრთამეობის გამო მოუწია პოსტის დატოვება" 2023, 25 სექტემბერი, 16:58 ![]() "გამომრჩა ეს თემა. "სქრინები" ბატონი ბონდო მძინარაშვილის პოსტიდან წამოვიღე. ეს სენატორი საქართველოს დემოკრატიას იწუნებდა, თურმე საქართველოში უკუსვლაა. მექრთამეობის გამო მოუწია პოსტის დატოვება. სახლში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი უპოვეს. კუბილიუსებს არავინ ამოწმებს. ასეთი ხალხი გვასწავლის ჭკუას."-წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ მენენდეზმა მექრთამეობის ბრალდების გამო თანამდებობა დროებით დატოვა. სენატორის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მენენდეზი საკუთარ პოსტს "საკითხის გადაწყვეტამდე" არ დაუბრუნდება. იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორების მტკიცებით, წყვილმა ქრთამი ეგვიპტის მთავრობისთვის ფარულად დახმარების, კონკრეტულად კი სამი ბიზნესმენის - ვაელ ჰანას, ხოსე ურიბესა და ფრედ დაიბესის - გამდიდრებაში დახმარების სანაცვლოდ მიიღეს. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, მენენდეზმა ქრთამის გამცემი მხარის დასახმარებლად საკუთარი თანამდებობა და გავლენა გამოიყენა. ბრალდება იუსტიციის დეპარტამენტის რამდენიმეწლიან გამოძიებას მოჰყვა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2022 წლის ზაფხულში ფედერალურმა აგენტებმა მენენდეზის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ქრთამის აღების შესახებ წარმოებული შეთანხმების მტკიცებულებები იპოვეს, მათ შორის ტანსაცმელში, კარადებსა და სეიფში დამალული $480 000-ზე მეტი ნაღდი ფული და $100 000 ღირებულების ოქროს ზოდები. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხში მდგარი Mercedes-Benz-ის მარკის ძვირადღირებული მანქანის თანხა აღნიშნული სამი ბიზნესმენიდან ერთ-ერთის, ურიბეს მიერ იყო გადახდილი. ორიოდე წლის წინ მენენდეზი ჩვენზე წერდა: "იმედგაცრუებული ვარ დემოკრატიის უკუსვლით საქართველოში. პოლიტიკური უთანხმოებები არ უნდა გვარდებოდეს ძალის ან აგრესიის გამოყენებით. როგორც ქართველი ხალხის მეგობარი, მოვუწოდებ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგის აღდგენისკენ" ![]() 560 5-ს მოსწონს
|