საქართველო
"რომ ცოდნოდა, მისი შვილი რუსი ოლიგარქის ლაქია გახდებოდა დროზე გააშვილებდა" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი
2023, 25 სექტემბერი, 16:31
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "მამის სირცხვილს" უწოდებს:
"აი უპირველესად მამის სირცხვილი. ზვიადს, რომ ცოდნოდა, მისი შვილი რუსი ოლიგარქის ლაქია გახდებოდა ალბათ ამას დროზე გააშვილებდა. ახლა მე მინდა ვკითხო ამ ბატონს-- ე.წ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის ლეგიტიმურობის წინააღმდეგიც იყო მაგრამ დასავლეთმა ისინი წიხლით შეყარა იქ და ახლა რატომ დაუჯერებს ამ გადაწყვეტილების მიღებისას მათ მინიმუმ გაუგებარია."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ლობისტების მეშვეობით, რადიკალური ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიანიჭონ. ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა:
"კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასე ვთქვათ, არის ინსტრუმენტი, კონსერვატიული მთავრობების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, რაღაც გარკვეული წრეების მიერ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. დღეს მე პოლონეთში ვიმყოფები და ძალიან კარგად ვიცი აქაური პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მოსახლეობას უნდა აეხსნას ამ უარის შინაარსი. როდესაც პრემიერი საუბრობს, რომ ეს პარამეტრები ჩვენ შესრულებული გვაქვს, ეს არის ფაქტი, ეს უნდა დავიყვანოთ და ავუხსნათ ყველა ადამიანს, ვისაც დააინტერესებს, რატომ ვერ მივიღეთ. ასე უნდა ავუხსნათ ჩვენ, რომ ეს გვეკუთვნოდა, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის, კერძოდ, ომში არჩართვის გამო, ეს გადასახადი გადავიხადეთ", - განაცხადა გამსახურდიამ.