ტენდენციები სელი, კაკაო და ამეთვისტო: თმის ფერები, რომლებიც მოდაშია ამ შემოდგომაზე 2023, 25 სექტემბერი, 16:25 ახალი სეზონი დადგა და ცვლილებები გვსურს. სტილისტებმა 2023 წლის შემოდგომისთვის თმის შეღებვის ტენდენციები წარმოგვიდგინეს. არის ახალი განახლებული ფერი ქერა, შავგრემანი და წითურთმიანი ქალებისთვის.
დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო „მშვიდი ფუფუნება“. სწორედ ამიტომ, ტრენდული იყო ისეთი ჩრდილები, როგორიცაა ნეიტრალური კრემისფერი და ჩალისფერი. ამ შემოდგომაზეც აქტუალურია. აი, რამდენიმე შესანიშნავი ფერადი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა მოდაშია. ![]() საკმაოდ ლამაზი თმის ფერია, რომელიც შემოდგომისთვის იდეალურია. ამ სეზონზე წითელს თითქმის ყველგან დავინახავთ. მელასფერი და მუქი სპილენძისფერი წითელი შესანიშნავად გამოიყურება და გარეგნობას სიკაშკაშეს მატებს. ![]() ![]() კაკაოს ფერი შავგრემანებისთვის შესანიშნავი ფერია. კაკაოს ელფერები თმას განსაკუთრებულ სითბოს მატებს. ამისთვის ცალკეული კულულები რამდენიმე ტონით ღიავდება, ვიდრე ბუნებრივი თმის ფერია. საშუალო და მუქი ყავისფერი თმისთვის შესანიშნავი გამოსავალია. შედეგად, კაკაოს მსუბუქი ტონი მიიღება. ![]() ![]() ამეთვისტო წელს დიდი პოპულარობით სარგებლობს ძვირფასი ქვების მდიდრული ჩრდილები. მეწამული ამეთვისტო საინტერესო გადაწყვეტილება იქნება. ![]() ![]() ![]() სელი რბილი კრემისფერი ჩრდილები ძალიან ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება. ნატურალური და ოდნავ ცივი ტონები, რომლებიც საყვარელ კრემისფერ თეთრეულს გვახსენებს. რბილი, დიდებული და თავშეკავებული ფერია, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება. ![]() კარგი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც ღია წაბლისფერი თმის ფერი აქვს. ასეთ ჩრდილს განსაკუთრებული ზრუნვა არ სჭირდება. ![]() სტილისტს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რომ თმა ლამაზი კრემისფერი ქერა გახდეს. მნიშვნელოვანია, ბუნებრივი ყვითელის განეიტრალება. სწორედ ამიტომ, შეღებვის შემდეგ თმას სწორი მოვლა სჭირდება. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 20 მაგალითი, რამდენად ცვლის სწორი ვარცხნილობა ადამიანის სახეს 2. „დარიჩინი“ - თმის საღებავის ფერი, რომელიც ყველა ქალს უხდება 3. მზესავით ბზინვარე: მდიდარი ყვითელი თმა – მოდური ტრენდი 4. გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია 5. მათ თმის შეღებვაზე უარი განაცხადეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან 6. ახალი ტრენდი მამაკაცების ვარცხნილობაში - მიმზიდველი ნაწნავი! 7. ამ ცნობილმა მამაკაცებმა წვერი მოუშვეს და მოულოდნელად იერი საოცრად შეეცვალათ 8. "თითქოს სხვა ადამიანია" - ცნობილი ქალები წინამოთი და მის გარეშე 9. 27 გარდასახვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძელი თმა მოდურად ყოფნაში ხელს გიშლით 10. მამაკაცის ვარცხნილობის 100 წელი: როგორ შეიცვალა თმის შეჭრის მოდა კაცებისთვის უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 81 შეფასება არ არის |