x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი არნოლდ შვარცნეგერის შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაგაკვირვებთ

image
მსახიობმა, ბოდიბილდერმა, მეწარმემ, პოლიტიკოსმა და ტიტულის "მისტერ სამყარო - 1967" გამარჯვებულმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ფილმებში "ბარბაროსი კონანი" და "გაიხსენე ყველაფერი" მონაწილეობის შემდეგ, ხოლო მისი საბოლოო წარმატება განმტკიცდა საკულტო ფილმის “ტერმინატორი"-ს სერიებით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს არნოლდ შვარცნეგერის შესახებ, რომლებიც შეიძლება მხოლოდ მისმა ერთგულმა გულშემატკივრებმა იცოდნენ:

1. არნოლდი ერთ დროს ვერ მივიდა მამის დაკრძალვაზე, რადგან ემზადებოდა მნიშვნელოვანი კონკურსისთვის “მისტერ ოლიმპი"

2. მსახიობი, ჯარში მსახურობისას, ბოდიბილდინგის შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად თავისი ქვედანაყოფიდან გაიქცა. შემდეგ მას სასჯელის "მოხდა" მოუწია - მთელი კვირა მცველში.

3. მისი პირველი ფილმის ტიტრებში არნოლდის სახელი წერია როგორც არნოლდ სტრონგი. ფილმის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ამ გზით მსახიობს მაყურებელი უკეთ დაიმახსოვრებდა.image

4. არნოლდმა მიიღო $21, 429 ყოველი სიტყვისთვის, რომელიც მან ტერმინატორ 2-ში წარმოთქვა.

5. შვარცნეგერის მიზანდასახულობამ ახლობლებიც კი გააკვირვა. ახალგაზრდობაში მსახიობი ხშირად ამბობდა, რომ მხოლოდ 3 რამეზე ოცნებობდა: ამერიკაში გადასვლაზე, მსახიობონბაზე და კენედის ოჯახიდან გოგონაზე დაქორწინებაზე. არნოლდის ყველა ოცნება ახდა. მისი მეუღლე (ამჟამად ყოფილი) იყო ჯონ კენედის დისშვილი მარია.

6. შვარცენეგერმა, კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე დაკავებისთანავე, უარი თქვა ხელფასზე, იმის გამო, რომ ის უკვე საკმარისად მდიდარი იყო.image

7. მსახიობის მამა იყო ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის წევრი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ნაცისტი იყო.

8. შვარცენეგერი მილიონერი გახდა ჯერ კიდევ მსახიობობამდე. ეს ყოველივე კი ბოდიბილდინგის შეჯიბრებებში უთვალავი გამარჯვების წყალობით მოახერხა.

9. 2004 წელს ჰავაიზე შვებულების დროს მსახიობმა გმირული საქციელი ჩაიდინა - ადამიანი წყალში დახრჩობას გადაარჩინა.

10. მსახიობს ტერმინატორის გერმანულად გახმოვანების უფლება არ მისცეს. ავტორებმა მიიჩნიეს, რომ ავსტრიული აქცენტი არასაკმარისად ძლიერი იყო.

0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0