x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რუსეთს მადლობის ნიშნად უნდა დავუჩოქოთ" - მარგარიტა სიმონიანი
image

კრემლის პოლიტიკის აქტიური მხადამჭერი და პროპაგანდისტი, Russia Today-ს რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს "ტელეგრამზე" ეხმაურება:



"სომეხ ხალხს ფაშინიანი არ აურჩევია. მე სომეხი ვარ, ჩემი ქმარი ტიგრანიც, რუსეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე სომხეთში, გარდა ამისა, სომხეთის სრულ მოსახლეობასაც არ აურჩევია ფაშინიანი. ჩემს გარშემო ყველამ თავიდანვე იცოდა რომ ფაშინიანი იუდა და დამპალია. [...] დედა რუსეთს მადლობის ნიშნად უნდა დავუჩოქოთ იმისთვის, რომ სომეხი ერი თავის დროზე გადაარჩინა, როდესაც სომხეთი საკუთარი ნებით, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რომ არა რუსეთი დიდი ხნის წინ განადგურდებოდა მთელი ხალხი". – ამბობს სიმონიანი.


ამასობაში ერევანში ანტისახელისუფლებო აქციები გრძელდება. პოლიციამ დილით საპროტესტო აქციაზე 142 ადამიანი დააკავა.



ოპოზიცია მომდევნო დღეებში აქციებით მთელი ქვეყნის პარალიზებას აანონსებს.


დემონსტრანტები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკის გამო, მის გადადგომას ითხოვენ.


პარალელურად ეთნიკური წმენდის შიშით, ყარაბაღი, ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხების უმრავლესობამ დატოვა




სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან უკვე ათასზე მეტი ლტოლვილი ოფიციალურად დარეგისტრირდა, ნაწილი, მთავრობის მიერ გამოყოფილ თავშესაფრებში დაბინავდა. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ეთნიკური წმენდის შიშით, ყარაბაღი, ტერიტორიაზე მცხოვრები 120 000 ეთნიკური სომხების უმრავლესობამ დატოვა.

1
158
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
158
  
2023, 25 სექტემბერი, 17:45
პაშინიანი მეორე სააკაშვილია
0 1 1