x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბორის ჯონსონის შვილის ძიძა ერთი ჭიქა ღვინოს გამო დაითხოვეს სამსახურიდან, ის სასამართლოში ჩივილს აპირებს
image

ბორის ჯონსონის შვილის ძიძა საუბრობს იმაზე, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ყოფილ პრემიერთან ერთად ჭიქა ღვინის დალევის გამო.


დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ახალშობილი შვილის ძიძა სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის მეუღლემ შეიტყო ერთი ჭიქა ვარდისფერი ღვინის შესახებ, რომელიც ძიძამ და მისმა მეუღლემ, ბორის ჯონსონმა მერვე შვილის აღსანიშნავად დალიეს. ამის შესახე Mirror-ს თავად ძიძამ, 59 წლის ზიმბაბველმა ტერეზა დოუსმა განუცხადა.


”ეს იყო სრული კოშმარი”, - თქვა დოუსმა და აღწერა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი. მისი თქმით, პოლიტიკოსის მეუღლემ, კერი ჯონსონმა, საავადმყოფოდან გაწერისთანავე სამსახურიდან გაათავისუფლა და დოუსს 15 წუთი მისცა სახლიდან ასაბარგებლად, თან ისე, რომ ახალშობილი არც კი უნახავს.



დოუსმა ასევე განაცხადა, რომ განიხილავს ჯონსონების წინააღმდეგ სამართლებრივ სარჩელს, რადგან მას სამთვიანი კონტრაქტი ჰქონდა და ამიტომ მას ათასობით ფუნტი მართებთ სამუშაოსთვის და უქმე დღეებში დამხარებისათვის.


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა გასული წლის 7 ივლისს დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისისა და ბრიტანეთის მთავრობის წევრების ზედიზედ გადადგომის გამო მიიღო.


ჯონსონები უარყოფენ ტერეზას პრეტენზიებს. ბორისმა მილიონები გამოიმუშავა სიტყვით გამოსვლებით მას შემდეგ, რაც შარშან № 1 პოსტი დატოვა, ასევე როგორც ყოფილ პრემიერ მინისტრს, აქვს წლიური შემწეობა -115, 000 ფუნტის ოდენობით.

59 წლის ტერეზა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქალების მოყვარულ ჯონსონთან არავითარი ფლირტი არ ყოფილა და მათი საუბარი არ სცილდებოდა მისი მშობლიური ზიმბაბვეს პოლიტიკას.

0
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0