საქართველო "მისი მეუღლე და მაზლი მხილებული აგენტები არიან და ეს საყოველთაოდ ცნობილია"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი 2023, 22 სექტემბერი, 14:29 "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარლამენტის მიერ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს წევრად არჩევას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:"ეს ხილ--ბოსტან--ვაჭრობის სპეციალისტი ქალბატონი ნანა ყეინაშვილი ლამის ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების დედალ მათუსალად გადაიქცა. წითელი ჯვრის პრეზიდენტობიდან, ქოც--პარლამენტ--დეპუტატობამდე და ახლა უკვე ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ლიდერობამდე ისე მივიდა ვერავინ გაიგო რამდენი წიგნის შესავალი აქვს წაკითხული ან სურათები მაინც დათვალიერებული.ეს კიდევ არაფერი მისი მეუღლე და მაზლი ქარქუზოვები რუსეთი უშიშროების ოფიციალურად მხილებული აგენტები არიან და ეს საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა ქვეყნის მმართველია პუტინის პირადი კომენდანტი და ამათი რაღაა საკვირველი"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის ფეისბუქპოსტში.შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თეიმურაზ ხომერიკს კი უმრავლესობის 82-მა წევრმა.აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 7 წევრია. მათგან სამმა - საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში - 21 ნოემბრიდან დატოვებენ. საბჭოს კიდევ ერთ წევრს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.319 შეფასება არ არის |