x
მეტი
  • 17.11.2024
  • სტატია:138300
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511993
"ცხოვრების ჭუჭყი": ვიეტნამელი გოგონების თამამი კადრები, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ომის დროს ართობდნენ

image


ვიეტნამის ომის დროს ქვეყანაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მთელი სექს - ინდუსტრია გაჩნდა. "ღამის პეპლები" იმ ბარებში იკრიბებოდნენ, სადაც ამერიკელები ხშირად ერთობოდნენ, სწორედ მათ სთავაზობდნენ ვიეტნამელი ქალები ანაზღაურების სანაცვლოდ თავიანთ მომსახურებას. ომის შემდეგ ასეთი კავშირების შედეგად დაახლოებით 50 ათასი ბავშვი დაიბადა, რომელთაც დამცინავად " bui doi" ("ცხოვრების ჭუჭყს")-ის უწოდებდნენ.


image


ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა და ვიეტნამელ ქალებს სხვა გზა არ რჩებოდათ, გარდა იმისა რომ ამერიკელი ჯარისკაცები ესიამოვნებინათ, თუმცა ყველა მათგანი ასე არ იქცეოდა, ბევრი ვიეტნამელი იმ წლებში სიკვდილს სწორედ საკუთარი სხეულის გაყიდვით გადაურჩა.


image


ბევრი ქალი პროსტიტუციაში საკუთარი ნების წინააღმდეგ, იძულებით იქნა ჩაბმული. მათი უმრავლესობა საკუთარი სხეულით გამომუშავებულ ფულს პრაქტიკულად ვერც კი ხედავდა, ვინაიდან ის ან სუტენიორს ან იმ ბარის მეპატრონეს მიჰქონდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იკრიბებოდნენ. ზოგჯერ ქალებს სილიკონის ინექციებსაც კი უკეთებდნენ, რათა მათ სხეულს სასურველი ფორმები მიეღო და ამერიკელებს აზიელი ქალბატონების გარემოცვაში თავი "როგორც სახლში" ისე ეგრძნოთ. პორტალმა "Vintage Everyday"-იმ საინტერესო ფოტოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ბარებში მომუშავე გოგონები მათთვის სრულიად ბუნებრივ გარემოში არიან აღბეჭდილი.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

























0
1004
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1004