x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაზე უცნაური ნივთები, რაც კი აეროპორტში ჩხრეკისას უპოვიათ
ავიაცია - (ფრანგული aviation < ლათინური avis – ფრინველი) დედამიწის ირგვლივ საჰაერო სივრცეში ფრენისათვის განკუთვნილი ჰაერზე უფრო მძიმე საფრენი აპარატების განზოგადებული სახელწოდებაა.




პირველი თვითმფრინავები შენდებოდა ემპირიულად, თვითმფრინავმშენებლობის მეცნიერული ბაზები არ არსებობდა. მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს – XX საუკუნის დამდეგს გაჩნდა თეორიული და მეცნიერული გამოკვლევები ავიაციის დარგში. დაიწყო ფრენის თეორიის შემუშავება. თვითმფრინავის პირველი წარმატებული ფრენა მოეწყო 1903 წლის 17 დეკემბერს (ამერიკელ მექანიკოსები ძმები უ. და ო. რაიტები). ამის შემდეგ შეიქმნა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.



image




სამოქალაქო ავიაცია

სამოქალაქო ავიაცია განკუთვნილია მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მომსახურებისათვის. გამოიყენება, აგრეთვე ადგილმდებარეობის აეროფოტოგადაღებისთვის, წიაღისეულის დაზვერვისათვის და სხვა. მრავალ ქვეყნაში მოიცავს საჰაერო ტრანსპორტის რეგიონულ სამმართველოებს, საწარმოო გაერთიანებებს, ავიაკომპანიებს, აეროპორტებს, სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებს, სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.









აეროპორტი — არის საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურებას და უზრუნველყოფილია საბაჟო, სასაზღვრო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით.



image





თანამედროვე აეროპორტი ტექნიკური თავალსაზრისით, წარმოადგენს საინჟინრო-ტექნიკური მოწყობილობების რთულ კომპლექსს, რომელიც შეიცავს აეროდრომს, სამგზავრო ტერმინალს, რომელიც განკუთვნილია გაფრენამდე და გაფრენის შემდეგი მომსახურებისათვის, სატვირთო ტერმინალი, სამოსამსახურეო ტექნიკური ტერიტორია, აეროდრომის წინა ტერიტორია და სხვა. იურიდიული თვალსაზრისით „აეროპორტი“ განისაზღვრება, როგორც ავიასაწარმო, რომელიც ახორციელებს მგზავრების, ხელბარგის, ტვირთების მიღებას და გაგზავნას და საჰაერო ხომალდების მომსახურებას. სხვა სახელმწიფოების კანონმდებლობაში „აეროპორტის“ განსაზღვრება არ არის მოცემული, თუმცა მასში თვით ეს ტერმინი ზოგჯერ გამოყენებულია. აეროპორტში საერთაშორისო რეისების მგზავრებთან დაკავშირებით ეროვნული წესები ითვალისწინებს საბაჟო-ადმინისტრაციული ფორმალობის დაცვას, რომელსაც წარმოადგენს საბაჟო შემოწმება; სანიტარული-საკარანტინო კონტროლი, საპასპორტო კონტროლი; სპეციალური კონტროლი.





საბაჟო კონტროლი შედგება საბაჟო დეკლარაციის შევსებისაგან და საკუთარი ტვირთის წარმოდგენისაგან საბაჟო დეკლარაციაში და პასპორტის შემოწმება საბაჟო ინსპექტორის მიერ.




image



სანიტარული-საკარანტინო კონტროლი შედგება პირად შემოწმებისაგან, ჩამოფრენილი და გასაფრენი მგზავრების შემოწმებას (სამედიცინო სერტიფიკატი, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში ტრანზიტის შეტანისათვის). აცრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე მგზავრი შეიძლება არ დაიშვას გაფრენისთვის.




საპასპორტო კონტროლი გულისხმობს, ჩამოსასვლელი და წამსვლელი ვიზების სინამდვილესთან შემოწმებას და ასევე ტრანზიტული ვიზის არსებობას განსაკუთრებულ შემთხვევაში.





სპეციალური კონტროლი გულისხმობს იმას, რომ მგზავრები გადიან ფრენის უსაფრთხოებისათვის შემოწმებას, რომელიც შედგება მგზავრის ნივთების შემოწმებით, არის თუ არა ფრენისათვის დაშვებული ნივთები საჰაერო ტრანსპორტში. მასში ნაგულისხმევია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, საბრძოლო და არაფეთქებადი ხელსაწყოები, საწამლავი, შხამიანი, ფეთქებად საშიში და ა.შ.





1. ყუმბარა. image

ამ ფოტოზე გამოსახულია გოგონა, რომელიც საშვილოსნოს გზით ცდილობდა აეროპორტში ხელყუმბარის შეტანას. სხვათა შორის, ყუმბარა რენტგენზე კარგად ჩანს აეროპორტის თანამშრომლებისთვის. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყოველწლიურად ასობით მგზავრის იდენტიფიცირება ხდება საბაჟოზე, რომლებიც ცდილობენ გადაიტანონ ნამდვილი ხელყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩემოდნით ან ხელბარგით - თუმცა არა ასეთი ეგზოტიკური სახით, როგორც ფოტოზეა გამოსახული. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია გირჩიოთ - თუნდაც ყუმბარა სათამაშო იყოს, ის მაინც უნდა დატოვოთ სახლში - აეროპორტის დაცვის თანამშრომლები მათ მაინც აღმოაჩენენ და ტყუილად არ გააღიზიანოთ.





2. ადამიანის თავის ქალა. image

რომის აეროპორტში გერმანელი პროფესორი დააკავეს მისი ბარგის შიგთავსისთვის, რომელშიც ადამიანის თავის ქალა იყო. პროფესორი სახლში მიდიოდა დიუსელდორფში, როდესაც დაცვის თანამშრომლებმა საბაჟოზე მის ჩემოდანში საშინელი სუვენირი აღმოაჩინეს. პოლიციამ ჰკითხა, რა გაუკეთა თავის ქალას ჩემოდანში ჩადებამდე - ძვლები კარგად იყო გაპრიალებული, ქვედა ყბა კი აკლდა. საპასუხოდ პროფესორმა თქვა, რომ თავის ქალა სამეცნიერო მიზნებისთვის 50 ევროდ იყიდა რომში ქუჩის გამყიდველისგან. ნაშთები მათი წარმოშობის დასადგენად ექსპერტიზაზე გაგზავნეს. მამაკაცი უკიდურესად გაკვირვებული იყო, რომ დააკავეს და აშკარად არ თვლიდა მის ქმედებებს უკანონოდ. მას კიდევ უფრო გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ახლა მას ბრალს სდებდნენ ადამიანის ნაშთების უკანონო ფლობაში.





3. ცოცხალი ტროპიკული თევზები. image

ერთი ქალი ზღვის თევზით გატაცებამ ძალიან შორს წაიყვანა - მან სცადა 51 ტროპიკული თევზის გადატანა მელბურნის აეროპორტის გავლით. უსაფრთხოების თანამშრომლები შეშფოთდნენ, როდესაც გაიგეს უცნაური შრიალის ხმა ქალის კალთის ქვეშიდან. საბაჟო შემოწმებამ აჩვენა 15 წყლით სავსე ჩანთა, რომლებიც სპეციალურად გაკეთებულ წინსაფარში იყო ჩასმული მისი კალთის ქვეშ. ავსტრალიის წყლებში გაშვების შემთხვევაში, ამ თევზს თეორიულად შეეძლება ადგილობრივი საზღვაო სიცოცხლის მოსპობა. მთლიანობაში, ამ ქალის მცდელობა, აკვარიუმში ჰყოლოდა ისინი და შემდეგ ამით დიდი ფული ეშოვა, ათ წლამდე პატიმრობით და 80 000 დოლარზე მეტი ჯარიმით დასრულდა.





4. მტრედები. image

23 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში ბრუნდებოდა ავსტრალიაში, გააჩერეს უსაფრთხოების ოფიცრებმა, რომლებმაც ჩაატარეს სხეულის ჩხრეკა და იპოვეს ფეხზე მიბმული ორი მტრედი, რომლებიც ჰქონდა მას შარვალში გადამალული კოლგოტითა და რბილი კონვერტებით. ავსტრალიის მკაცრი საკარანტინო სისტემის გამო, ფრინველები ჩამოართვეს და მამაკაცი დააკავეს. მას ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან 50 000 ფუნტი სტერლინგის ჯარიმის სახით გადახდა მიესაჯა.





5. არწივის კვერცხი. image

2005 წელს, ფალკონებზე მონადირემ რედვუდ სითიდან, მოახერხა ავსტრიიდან კალიფორნიაში სააღდგომო კვერცხების სახით გადაცმული 15 არწივის კვერცხის კონტრაბანდა. თუმცა, აშშ-ს თევზისა და ველური ბუნების სამსახურს მცირე დრო დასჭირდა კონტრაბანდისტის იდენტიფიცირებისთვის. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი კვერცხი გადაურჩა ტრანსპორტირების არატრადიციულ მეთოდს, ყველა დანარჩენიდაზიანდა და გაფუჭდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, ამ კვერცხების სათანადო ნებართვისა და ვეტერინარული შემოწმების არარსებობას შეიძლება გამოეწვია დაავადების გავრცელება და ადგილობრივი სახეობების განადგურება. ბრალდებულს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ხუთი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.



0
818
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0