შოუბიზნესი იდეალური არავინაა: ფიტნეს - ექსპერტმა ვარსკვლავების სხეულის მთავარი დეფექტები გაამჟღავნა 2 ოქტომბერი, 17:28 ![]() ბევრი ფიქრობს რომ ცნობილი სახეები ყველანაირად სრულყოფილები არიან. მათ ხომ მართლაც უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ იმისთვის, რომ მუდამ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ, თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ და მათაც ისეთივე დეფექტები შეიძლება გააჩნდეთ როგორც თითოეულ ჩვენგანს.![]() თქვენ წარმოიდგინეთ და თვით სუპერმოდელებსაც კი, ჯანსღი ცხოვრების წესის მიუხედავად სხეულის გარკვეულ უბნებზე მოშვებული კანი და ცელულიტი აწუხებთ, რომლებიც პროფესიონალების მიერ გლამურული ჟურნალების გარეკანისთვის საგანგებოდ მუშავდება. მოდით, ვნახოთ როგორ აფასებს პროფესიონალი ფიტნეს - ტრენერი ცნობილი ლამაზმანების ფიზიკურ მდგომარეობას და ერთად გავარკვიოთ სხეულის რომელ ზონებზე ესაჭიროებათ მათ მისი აზრით განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. წინასწარ გეტყვით რომ მისი ზოგიერთი ვერდიქტი ბევრ თქვენგანს ნამდვილად გააოცებს.ჯიჯი ჰადიდი![]() ექსპერტის აზრით, გრძელფეხება სუპერმოდელს მოშვებული კუნთების ტონუსში მოყვანა არ აწყენდა![]() ბელა ჰადიდიფიტნეს - ინსტრუქტორის თქმით, უკეთესი იქნება თუკი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი პრობლემური ზონებიდან ცელულიტს მოიშორებს და დუნდულების კუნთებსაც გაიმკვრივებს![]() ჰეილი ბოლდუინი![]() ტრენერის თქმით, სუპერმოდელს მხრის სარტყელზე მუშაობა სჭირდება
კორტნი კარდაშიანიფიტნეს- ინსტრუქტორი რეალითი - შოუს ვარსკვლავს ბარძაყებზე ზედმეტი ცხიმების დაწვისკენ მოუწოდებსკეით აპტონისუპერმოდელს მასიური ტორსი და თხელი კიდურები აქვს, შესაბამისად, ექსპერტი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მას სწორედ ამ ზონებზე ურჩევს![]() კენდალ ჯენერი![]() ფიტნეს - ინსტრუქტორის აზრით, ტოპ-მოდელს კუნთოვანი "კორსეტის" შექმნა ესაჭიროება, რათა მომავალში პრობლემები არ შეექმნას![]() ჯორჯინა როდრიგესიფიტნეს- ტრენერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოდელი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მისი სხეული გაცილებით უფრო მიმზიდველ ფორმებს მაშინ მიიღებდა, თუკი კუნთების გამოსაშრობად სპეციალური ვარჯიშების პროგრამით ისარგებლებდა![]() ალესანდრა ამბროსიო![]() ექსპერტის აზრით, ურიგო არ იქნებოდა თუკი მოდელი გულმკერდის, ზურგისა და დუნდულების ნაკეცების კუნთებს გაიმაგრებდა![]() 525 შეფასება არ არის |