საზოგადოება კრისტინა აგილერა შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დააჯილდოვეს 2012, 7 ოქტომბერი, 16:04 ცნობილი მომღერალი კრისტინა აგილერა ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობას ესტუმრა, სადაც შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჰილარი კლინტონმა დააჯილდოვა. მომღერალი დიდი ხანია გაეროს კეთილი ნების ელჩია. 2007 წლიდან მოყოლებული საქველმოქმედო კონცერტებით მან 117 მილიონი დოლარი მოაგროვა. "ყოველ 6 წამში მსოფლიოში ერთი ბავშვი კვდება შიმშილით, როდესაც მე თვითონ გავხდი დედა ჩემში რაღაც შეიცვალა, მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა ჩავერთო შიმშილის საწინააღმდეგო კამპანიაში და სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალო, "-აცხადებს აგილერა. 28 2-ს მოსწონს
|