x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები მსოფლიოს პატარა ტომების უჩვეულო გარეგნობის შესახებ

ალბათ, ყველას გინახავთ სხვადასხვა ტომის წევრების ფოტოსურათები ტრადიციული სამოსით, სამკაულებით ან ვარცხნილობებით. როგორც აღმოჩნდა, ამ განსაკუთრებულობებსაც აქვს თავისი მიზეზი:

1. დისკები ტუჩებზე

მურსი არის ეთიოპიის ეთნიკური ჯგუფი სამხრეთ სუდანთან ახლოს. ქალის ტუჩებზე ეს დისკები არის აქსესუარი, რომლის მნიშვნელობა მკვლევარებისთვის ზუსტად არ არის გასაგები. მაგრამ არსებობს სამი ვერსია: დაცვა კოლონიალისტებისგან, სოციალური სტატუსის მაჩვენებელი და გამოსასყიდის მაჩვენებელი, რომელიც ქმარმა მისცა ამ ქალს.image

2. საცობები ცხვირში

აპატანის ხალხი ცხოვრობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. ამ ქალების ცხვირში ჩასმული საცობები არის მეზობელი ტომების მამრობითი მოსახლეობის თავდასხმებისგან დასაცავად, ანუ ისინი თავს მიზანმიმართულად იმახინჯებენ.image

3. სამოსი და თავსაბურავები

მომთაბარე დროკპას ხალხი ცხოვრობს ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე. ისინი გამოირჩევიან მაღალი აღნაგობით, ფართო თვალის ფორმისა და ჩაცმის საკუთარი კულტურით. ისინი ატარებენ ცხოველის ფუმფულა ტყავს და თავსაბურავს, რაც აჩვენებს მათი სიმდიდრის ხარისხს: რაც უფრო მეტი დეკორაციაა სხეულზე, ნიშნავს იმას რომ ადამიანი მდიდარია, ხოლო თუ მდიდარია, უფრო მეტი პრივილეგია აქვს საზოგადოებაში. ფიზალისი ასევე გამოიყენება ტანსაცმელის აქსესუარად, ხალხს სჯერა, რომ ის მათ დემონებისგან იცავს.image

4. ფერადი მორთულობები

ქალაქ გოროკოს (პაპუა-ახალი გვინეა) ერთ-ერთი ტომი დღესასწაულებზე თავს ყველანაირი ფერადი მასალით იმშვენებს. მათ შორის დიდად ფასდება სამოთხის ჩიტებისა და თუთიყუშების ბუმბული, ყველაზე ძვირფას დეკორაციად კი ნიჟარებისგან დამზადებული ყელსაბამი ითვლება. ასეთი ელეგანტური სადღესასწაულო სამოსის შეძენა მხოლოდ ტომის ყველაზე ჯანმრთელ და მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ.image

5. თეთრი მაკიაჟი

კაროს ტომი, ზოგიერთი სხვა ტომისა და ხალხისგან განსხვავებით, სხეულის დეკორაციის თვალსაზრისით სხვებზე მეტად ჰუმანურია. ყოველდღიურად იკეთებენ კანზე სპეციალურ ნახატებს თეთრი ცარცით და ფერადი ოხრით, რომლებიც დამოკიდებულია ადამიანის განზრახვაზე და განწყობაზე: ეს შეიძლება იყოს ცხოველის ფერის იმიტაცია, ხელის ანაბეჭდები და მრავალი სხვა.image

6. საშიში ნიღბები

ასაროს ხალხში თეთრი ფერი სიკვდილს ნიშნავს. ფაქტია, რომ პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიაზე უამრავი მეომარი ტომია. მათაც იპოვეს გზა მოწინააღმდეგის სიკვდილით დასაშინებლად.image

7. ტატუირება და დიდი საყურეები

ჩინის ტომის ქალები (მიანმარის საზღვარზე) დიდი ხანია იკეთებენ ტატუს სახეზე (პრაქტიკა, რომელიც უკვე კანონით გაუქმებულია), ამით თავს იცავდნენ გატაცებისგან. ერთი ტომის წრეში ასეთი დიზაინი ლამაზად ითვლება და ასევე აქვს წმინდა მნიშვნელობა - ის აღნიშნავს სხვა სამყაროს ძალების დახმარებას, განსაკუთრებით მშობიარობის დროს. დაჭიმული ყურის ბიბილოებიასევე ალამაზებენ ქალის გარეგნობას.image

8. ტყავი და თავის ქალები

ამ ინდური ტომის (ჩიჩიმეკა) სასაცილო სახელის მიღმა მეომარი სული და ისტორია დგას. მათი ატრიბუტები არის ცოტა ტანსაცმელი, მაგრამ ბევრი ბუმბული, ცხოველის თავის ქალა და ტყავი.image

9. თიხის ვარცხნილობები

ჰიმბას ტომის ქალებიც და მამაკაცებიც მზისგან თავის დასაცავად სხეულს და თმას ოხრის, ცხიმის, ფერფლისა და თიხის ნაზავით ფარავენ. მაგრამ მათი ვარცხნილობა ასევე ემსახურება სტატუსის გარკვევას. გოგონებს ასეთ ნაწნავებს მხოლოდ მომწიფების შემდეგ უკეთებენ ხოლო გათხოვილი ქალები ამ ნაწნავებში სხვადასხვა სამკაულებს იმაგრებენ.image

10. მიმიკა

კა-მატე არის ექსპრესიული ცეკვა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მტერს აჩვენოს, როგორი იქნება დამარცხებისას. ცეკვას თან ახლავს არა მხოლოდ სახის ნათელი მიმიკები, არამედ ფეხების ბაკუნი და ხმამაღალი წამოძახილები. სპექტაკლი შთამბეჭდავია!image












0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0