x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მოკლედ, ნოდარამ თავის შავბუნებოვან დედაკაცებთან ერთად დაადგინა, რომ.." - გელა ზედელაშვილი
image


"მეგონა, შავი ნოდარა ირაკლი ღარიბაშვილის საქმეების გამოძიებაზე რომ გადავიდოდა, კახა კალაძის საქმეებს დროებით მაინც შეეშვებოდა.


არააააა!

არ შეეშვა, შემოიკრიბა თავისი მაწანწალა ქალები და დაიწყო იმის დადგენა, კალაძე ბოლო წლებში სად გაფრინდა, როგორ გაფრინდა, რით გაფრინდა, რატომ გაფრინდა, სად დაეშვა, როგორ დაეშვა, რამდენ ხანს დაეშვა და შემდეგ უკან როდის, რა ვითარებაში გამოფრინდა და რაც მთავარია, რამდენი გადაიხადა.



რაკი საკითხი ფრენებს ეხებოდა, კალაძის საქმე ტარიელ ღარიბაშვილის საქმესთან გააერთიანა და საზოგადოებას ამცნო: ნახეთ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი სამთავრობო თვითმფრინავს ტაქსივით ხმარობენო... ხმარობენ რა, ფაქტობრივად “პრიუსად'' აქციესო.


ეეეეე... თქვენ ფრენები მიშას დროს უნდა გენახათ, ბობოყვათში ღამე ორგიას რომ მოაწყობდა, დილით უკვე ნიუ-იორკში იყო, ნიუი-ორკს რომ მოიწყენდა, პარიზში დაჯდებოდა, პარიზს რომ მოიწყენდა რომში კოლიზეუმს უვლიდა გარშემო, იტალიას რომ მოიყირჭებდა, ცალი ფეხი კოლუმბიაში ჰქონდა ესკობარის საფლავზე, მეორე ფეხი კიდე დოროთი შტეინის სამასაჟო მაგიდაზე ედო.

ახლა ირკვევა, რომ მიშა წელიწადში 100 ფრენას ანხორციელებდა!

წარმოგიდგენიათ?

როგორც ჩანს, აქ მისი ორეული დაბოდიალობდა, თორემ აბა, რანაირად შეიძლება, ნორმალური ადამიანი 363 დღეში 100-ჯერ გაფრინდე და თან აქაც იყო?

არ არსებობს!


ჰოდა, იმას ვამბობდი... შეუჩნდნენ კალაძეს შავი ნოდარა და მისი შავბუნებოვანი ქალები, უცხოეთში რომ დაფრინავ ხოლმე სამთავრობო თვითმფრინავით, ეგ რა წესიაო?

კაცი ეუბნება, უკანონო არაფერი ჩამიდენია, თუ სადმე გავფრენილვარ, პატიოსნად გადამიხდია, ჩემი ჯიბიდან დამიფინანსებია, არის ხოლმე გადაუდებელი სიტუაციები, ყველაფერი დეკლარაციაში მიწერიაო.

ამათ არ ესმით, ისევ თავიანთებურად მიერეკებიან - ბატონო კახა, ეს რამდენად მიზანშეწონილიაო?


image

კალაძე ეუბნება, რაკი კანონი არ დამირღვევია, ესე იგიო, მისანშეწონილიაო.

ამათ მაინც არ ესმით, ამათ თავიანთებური აზროვნება აქვთ... არა, აზროვნება კი არა, თავიანთებური გაგება... აი, ისეთი, კალაძეს შოვიდან შვილები ვერტმფრენით რომ არ გადმოუფრენია და მაინც რომ გადმოაფრინა. ჰო, აეგრე, არ გადმოუფრენია, მაგრამ გადმოაფრინა... კანონი ამერიკულია, მაგრამ რუსულია, საქართველოში რუსულად ჟღერს. ეს გებელსისეული მეთოდია, დააბრეხვე რაც გინდა, ადამიანს დასწამე რაც გინდა, დაე თავი თვითონ იმართლოს... დაე ამტკიცოს, რომ არც აქლემია, არც იფურთხება და არც კუზი აქვს.

გამოვა კუზიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იფურთხება, რომელსაც მთელი ცხოვრება აფურთხებენ, დაგაბრალებს იმას, რასაც თავად წარმოადგენს და მერე ამტკიცე, რომ ასე არ არის!


მოკლედ, შავმა ნოდარამ თავის შავბუნებოვან დედაკაცებთან ერთად დაადგინა, რომ შარშან, შარშანწინ თუ იმის წინ კახა კალაძე სადღაც გაფრენილა, პარიზში, მილანსა თუ ციურიხში.

კაცმა რომ თქვას, თუ არ ეზარებოდა, რატომ არ უნდა გაფრენილიყო? თუ ფული პატიოსნად გადაიხადა და ის ფული ბიუჯეტში შევიდა, რატომ არ უნდა გაფრენილიყო? რა, 100-ჯერ გაფრინდა და ფული არც ერთხელ არ გადაიხადა? ბოზებში ბიუჯეტის თანხებით იწანწალა? ქალებს ძუძუები ბიუჯეტის ხარჯზე მოაჭამა? ბავშვები ბიუჯეტის ხარჯზე აკეთა? კაცს საკუთარი შრომის წყალობით აქვს და როგორც უნდა, ისე დახარჯავს.

ასეა ეს!


თუმცა... შავნოდარას და მის შავბუნებოვან მაწანწალებს ეგ რაში აინტერესებთ?

ვითომ გამოიჭირეს კალაძე, ვითომ თარლითობაში ამხილეს... თავად თაღლითებმა!"- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


0
351
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0